ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

სპალეტი: კვარაცხელიამ მარადონას დონის გოლი გაიტანა - ვერავინ მიხვდება, რომელი მიმართულებით წაიწევს წინ

AutoSharing Option
"ატალანტასთან" ნამატჩევს (2:0) "ნაპოლის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ თამაში DAZN-სთან მიმოიხილა და ხვიჩა კვარაცხელიას მიერ გატანილი გოლით აღფრთოვანება ვერ დამალა:

"ეს მხიარული კვირა იყო, 20-მატჩიანი წაუგებელი სერიის შემდეგ დავმარცხდით და დავინახეთ, რამდენად სწრაფად დაესხა გუნდი მსხვერპლს თავს. ეს წარმოუდგენელი იყო. ასეთი გულშემატკივრების წინაშე მაღალი მიზნები უნდა დაისახო. არ შეიძლება სეზონის დაწყების წინ თქვა, რომ სურვილი მესამე ადგილზე გასვლაა.

კვარაცხელია მეურვეთა მოტყუების გასაკვირ უნარს ფლობს. თუ მეტოქე ზურგით მოუბრუნდება, მისთვის ყველაფერი დასრულებულია. კარგი თამაშისთვის მინდა შევაქო. დაცვაში ორჯერ აართვა მოწინააღმდეგეს ბურთი, მერე
კი შეუტია და სახიფათო მომენტი შექმნა. მარადონას დონის გოლი გაიტანა. ბურთით ვიწრო სივრცეში მოძრაობის ისეთი ნიჭი გააჩნია, ვერავინ მიხვდება, რომელი მიმართულებით წაიწევს წინ. კარში სწრაფად დარტყმა ეხერხება. ასეთ ეპიზოდებში "კვარას" მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებთან შედარებაც კი არ უნდა იყოს მართებული. ძალიან მაღალი კლასისაა.
კიმი ყოველ შეხვედრაში მინიმუმ 20 დაუჯერებელ რამეს აკეთებს. მე მსოფლიოს საუკეთესო ცენტრალურ მცველად ვთვლი. როდესაც ბურთით გარბის, შეუძლია 5 წამში მოწინააღმდეგის საჯარიმოში ჩაირბინოს. სერიოზულად არ დაშავებულა. ვუთხარი, რომ არაფერი არ მოიგონოს და ხვალ ვარჯიშზე ველი".

ასევე დაგაინტერესებთ