"ნამდვილი ჯორჯ ბესტია" - კვარაცხელიას ზღაპრულ გოლზე გამოხმაურებები არ წყდება

AutoSharing Option
იტალიის სერია A-ს 26-ე ტურში "ნაპოლიმ" სახლში "ატალანტა" 2:0 დაამარცხა."პარტენოპეის" რიგებში მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც ულამაზესი გოლი გაიტანა.

შეხვედრას სოციალური ქსელის მეშვეობით ყოფილი იტალიელი ფეხბურთელი დანიელე ადანი გამოეხმაურა, რომელმაც ჩვენებური ჩორჩს ბესტს შეადარა.

კვარაცხელიას გოლის შემდეგ მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ხვიჩა ნამდვილი ჯორჯ ბესტია!

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში "კვარას" ანგარიშზე ყველა ტურნირზე 28 მატჩში 13 გოლი და 13 საგოლე გადაცემაა.

"ნაპოლი" 68 ქულით ლიდერია, მეორეადგილოსან "ინტერს" 18 ქულით უსწრებს, 16 მარტს ჩემპიონთა ლიგაზე "აინტრახტს" უმასპინძლებს, ხოლო
19 მარტს იტალიის პირველობაზე გასვლაზე "ტორინოს" დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 25 /
ჯორგ ბესტს და სხვა ცნობილ ფეხბურთელებს იმიტომ ადარებენ, რომ ქართული ფეხბურთის ისტორია არ იციან. ხვიჩა თანაშობს 100% ქართულ სტილში და გენეტიკურ დონეზე აქვს ის, რაც საუკეთესო ქართველ ფეხბურთელებს ახასიათებს.
მე დარასელიას მიერ გატანილი გოლის ვიდეო ვაჩვენე "Serie A"-ს ოფიციალურ აკაუნტს, და მან ეს ტვიტი დამილაიკა
https://twitter.com/meekvse/status/1634886340285452289
ქ. გ.
02:54 13-03-2023
0
გიორგი 50-ს მადლობა შესწორებისთვის: გეტყობათ, რომ ა.როდოსელის "არგონავტიკა" თქვენთვის სამაგიდო წიგნია. უნდა დამეწერა "მოტყუებით მოიპოვეს"-მეტს აღარ ვიზამ. პ.ს. ერთხელ მსგავსი უზუსტობა ჩემმა სიდედრმაც იპოვა ჩემ სადისერტაციო ნაშრომში!!!
ვაჟა მასწავლებელი
23:32 12-03-2023
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული