"ნამდვილი ჯორჯ ბესტია" - კვარაცხელიას ზღაპრულ გოლზე გამოხმაურებები არ წყდება

AutoSharing Option
იტალიის სერია A-ს 26-ე ტურში "ნაპოლიმ" სახლში "ატალანტა" 2:0 დაამარცხა."პარტენოპეის" რიგებში მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც ულამაზესი გოლი გაიტანა.

შეხვედრას სოციალური ქსელის მეშვეობით ყოფილი იტალიელი ფეხბურთელი დანიელე ადანი გამოეხმაურა, რომელმაც ჩვენებური ჩორჩს ბესტს შეადარა.

კვარაცხელიას გოლის შემდეგ მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ხვიჩა ნამდვილი ჯორჯ ბესტია!

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში "კვარას" ანგარიშზე ყველა ტურნირზე 28 მატჩში 13 გოლი და 13 საგოლე გადაცემაა.

"ნაპოლი" 68 ქულით ლიდერია, მეორეადგილოსან "ინტერს" 18 ქულით უსწრებს, 16 მარტს ჩემპიონთა ლიგაზე "აინტრახტს" უმასპინძლებს, ხოლო
19 მარტს იტალიის პირველობაზე გასვლაზე "ტორინოს" დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 25 /
ჯორგ ბესტს და სხვა ცნობილ ფეხბურთელებს იმიტომ ადარებენ, რომ ქართული ფეხბურთის ისტორია არ იციან. ხვიჩა თანაშობს 100% ქართულ სტილში და გენეტიკურ დონეზე აქვს ის, რაც საუკეთესო ქართველ ფეხბურთელებს ახასიათებს.
მე დარასელიას მიერ გატანილი გოლის ვიდეო ვაჩვენე "Serie A"-ს ოფიციალურ აკაუნტს, და მან ეს ტვიტი დამილაიკა
https://twitter.com/meekvse/status/1634886340285452289
ქ. გ.
13 მარტი 2023 02:54
0
გიორგი 50-ს მადლობა შესწორებისთვის: გეტყობათ, რომ ა.როდოსელის "არგონავტიკა" თქვენთვის სამაგიდო წიგნია. უნდა დამეწერა "მოტყუებით მოიპოვეს"-მეტს აღარ ვიზამ. პ.ს. ერთხელ მსგავსი უზუსტობა ჩემმა სიდედრმაც იპოვა ჩემ სადისერტაციო ნაშრომში!!!
ვაჟა მასწავლებელი
12 მარტი 2023 23:32
0
დადებული მაქვს, 100 ქულას უნდა უწიოს წელს ნაპოლიმ და ჩემპიონთა ლიგის ფინალში უნდა გავიდეს!!!
წარმატებები კვარას და ნაპოლის!!!
აჩი
12 მარტი 2023 23:12
0
ცხონებული იპოლიტე ხვიჩია იგივე ფეოლა რომ ცოცხალი იყოს ზოგიერთი ფეხბურთის მაგარი მცოდნე სპალეტის ნაცვლად დანიშნავდენ ნაპოლიში.
დაცვას მიხედე ხვედელიძე
12 მარტი 2023 21:48
4
ქართველი ევროპელი... გენიოსია
გლორია
12 მარტი 2023 18:22
9
არც ბესტია, არც მარადონა, არც მესი...... კვარაა...კვარაააა.....
ბებო
12 მარტი 2023 17:53
0
გოლი მართლაც ზღაპრული იყო. ეს შედევრი იმიტომ გაკეთდა, რომ გადაცემისთვის გახსნილმა ხვიჩამ ბურთი მოძრაობაში მიიღო, მოძრაობდა დაცვაც, რომლებმაც ქაოტურად დაიწყეს დაცვის ხაზის გამაგრება, ასეთი გარემო კი ხვიჩასთვის ისეა, როგორც წყალი თევზისთვის. სწორედ ამას ვერ ამჩნევს სპალეტი და არ მიუთითებს თავის ფეხბურთელებს, ხვიჩას გახსნილს მოძრაობაში მიაწოდონ ბურთი. თუ არა რა გამოდის? ხვიჩას წინ მეურვე ყოველთვის უდგას, მიაწოდებენ გაჩერებულ ხვიჩას ბურთს და ამასობაში მის წინ მეორე მცველი ჩნდება, ხვიჩაც იძულებულია ბურთი უკან დააბრუნოს.
ჟორა გაბრიჭიძე
12 მარტი 2023 15:58
0
ძალიან სწორი შენიშვნა! გეთანხმები. უქნებ იყურება ვინმე იტალიიდან აქ მიჩენილი და იყის ესეც : for Mr. Spaletti and Napoli staff: Attensione :) great recommendation and idea for u
კაპიტან გარდენბურგი
12 მარტი 2023 18:41
1
სპალეტიზე მეტი რომ იცოდე მინიმუმ შუქურას მწვრთნელად მაინც იმუშავებდი ტოო
MARGALONA
12 მარტი 2023 18:30
21
ყველა გამოხმაურება
ბესტს აღნაგობითაც გავს,არასტანდარტული ქმედებებით,ქარიზმით და რაც მთავარია ძალიან ბევრ ხალხს მოწონდა და უყვარდა მათ შორის მოწინააღმდეგე გუნდების გულშემატკივრებსაც.
ამაშია საქმე
12 მარტი 2023 15:38
2
კვარა ტიტანი და სასჯელია სერია ას მცველების. გუშინაც ვწერდი აქ და სულ ვამბობ კვარას მიეცი თავისუფლება შეტევის მთელ პერიმეტრზე და ის ასეთ შედევრებს შექმნისთქო. ხვიჩა ფეხბურთის კანონებს ეწინააღმდეგება. წარმოუდგენელია ამ გაქანების მოთამაშე ფლანგზე "გამოკეტო", სიღრმეში შეიწევა და იქ გაგირღვევს მეტოქის "ჩაბეტონებულ" დაცვას . ან კონტრშეტევაზე ასეთ ჯადოქრობებს მოიფიქრებს და მომენტალურად მის წინაშე მდგარი მოწინააღმდეგე დაცვის ეშელონი უბრალოდ აღარ არსებობს.
Charley
12 მარტი 2023 15:30
1
პატივცემულო ვაჟა მასწავლებელო, მათ ოქროს საწმისი კი არ მოიპოვეს, არამედ მოტყუებით მ ო ი პ ა რ ე ს.... გაუმარჯოს კვარას და ქართულ გენს...
გიორგი-50
12 მარტი 2023 15:22
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული