ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

პირველი კონტაქტი შედგა - "რეალმა" კვარაცხელიას ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო

AutoSharing Option
იტალიური Repubblica იტყობინება, რომ მადრიდის "რეალი" ხვიჩა კვარაცხელიას აგენტს დაუკავშირდა და ფეხბურთელის ტრანსფერზე პირველი კონტაქტი დაამყარა.

"სამეფო გუნდის" მიზანი იყო, ფეხბურთელის გადაბირებისთვის სამომავლო გზები შეესწავლა.

ზემოთ აღნიშნული წყარო წერს, რომ ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაა, დატოვებს თუ არა კარლო ანჩელოტი "ბლანკოსის" მწვრთნელის პოსტს ზაფხულში. ჯერჯერობით სატრანსფერო პრიორიტეტები იკვეთება, მათი შესწავლა ხდება, ხოლო რომელი ფეხბურთელი გადაბარგდება "სანტიაგო ბერნაბეუზე", უშუალოდ ამ სეზონის შემდეგ გადაწყდება.

Repubblica იმასაც აღნიშნავს, რომ დე ლაურენტისი "კვ
არას" გაშვებას არ გეგმავს, თუმცა, თუ თავისი მარგალიტი დათმო, ეს 110 მილიონ ევროზე ნაკლებად არ მოხდება.
ასევე დაგაინტერესებთ