ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"კარლსრუემ" ხუთი მოგების შემდეგ წააგო - ბუდუ შეცვლაზე შევიდა

AutoSharing Option
მეორე ბუნდესლიგის 25-ე ტურში „კარლსრუე“, რომლის ღირსებასაც ბუდუ ზივზივაძე იცავს, გასვლაზე „ჰაიდენჰაიმთან“ 2:5 დამარცხდა.

სტუმრები თავიდან 2:0 დაწინაურდნენ, მაგრამ მასპინძლებმა 4 გოლი გაიტანეს (თავდამსხმელმა ტიმ კლაიდიენტსმა ჰეთ-თრიკი შეასრულა) და წინ გავიდნენ. ამის შემდეგ ზივზივაძე 66-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. "ჰაიდენჰაიმმა" კი კიდევ ერთი გოლი გაიტანა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

„კარსლსრუემ“ ჩემპიონატზე ზედიზედ ხუთი მოგების მერე წააგო, 34 ქულით მე-8 ადგილზეა და 1-ელ აპრილს ბრაუნშვაიგის „აინტრახტს“ დაუხვდება.

ასევე დაგაინტერესებთ