"10 ნომრიანი მაისური? მარადონა თავად გადასცემდა" - ძოლამ კვარაზე ისაუბრა

AutoSharing Option
ცნობილ იტალიელ ფეხბურთელს ჯანფრანკო ძოლას, ჟურნალისტმა ჰკითხა, დაუთმობდა თუ არა დიეგო მარადონა ხვიჩა კვარაცხელიას 10-ნომრიან მაისურს ცოცხალი რომ ყოფილიყო.

"ნამდვილად რთული შეკითხვაა, კარგი იქნებოდა, რომ ეს შეკითხვა მისთვის დამესვა, თუმცა დარწმუნებული ვარ, მეტყოდა, რომ აუცილებლად დავუთმობდიო. სამწუხაროდ მარადონა ჩვენთან ერთად აღარ არის, ამიტომ ამაზე ვერ ვისაუბრებთ" - განაცხადა ძოლამ.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ქართველმა ფეხბურთელმა "ნაპოლის" მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 29 მატჩი გამართა, თავი კი 13 გატანილი გოლითა და ამდენივე საგოლე პასით გამოიჩინა.

altპიოლი: ლეაოა უკეთესი თუ კვარაცხელია? - რატომაც არ

უნდა გავიმარჯვოთ

altხვიჩა "მილანთან" ითამაშებს - ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩები გაირკვა

მკითხველის კომენტარები / 5 /
ხვიჩა ძლიერია რა თქმა უნდა,მაგრამ უფრო უნდა მოუმატოს ფიზიკურად.უნდა შეძლოს დაცვაში ჩამოსვლაც და ართმევაზეც თამაში თუ ოქროს ბურთი გვინდა.ოსემენი თუ წავიდა მაგრად გაუჭირდება ნაპოლს მომავლ სეზონში და ოთხეულშიც ვერ შევა ჩემი აზრით
ვახო.ხო
20 მარტი 2023 00:16
2
ელმასი ამ ზაფხულს თუ წავა ნაპოლიდან ხვიჩა დაითრევს 7 ნომერს და დაისვენებთ ყველა.გომორძგუა მარგალეფც!!!
MARGALONA
18 მარტი 2023 19:25
13
არ წაიღეს ტვინი ამ 10 ნომრიანი მაისურით,10 არის ათი და იყო ლეგენდა, 77 არის 77 და ახლა ყალიბდება ახალ ლეგენდად(ალბათ),მას თავისი გზა აქვს. მე კი არა,ეს ხალხია მოცლილი,ასე თითიდან გამოწოვილი თემებით რომ დისკუსიას ქმნიან.
მოცლილი
18 მარტი 2023 14:29
2
აბსოლუტურად უაზრო აჟიოტაჟია. ხვიჩასთვისაც ზედმეტი ტვირთი იქნება და ისედაც ხომ ნათელია, რომ წლები არ გაჩერდება ნაპოლიში.
თუ ხვიჩა, მარადონასავით, ლეგენდად დარჩება, მის 77 ნომრიან მაისურს აღარ მისცემენ არავის და ეს არანაკლები დაფასებაა, ვიდრე მარადონას 10 ნომრის ტარება.
მიშა
18 მარტი 2023 12:44
1
მოკლედ, მთელი მსოფლიო ცდილობს, ამ ბიჭს გონება აურიოს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, გაუძლებს!!!
ვვვ
18 მარტი 2023 11:49
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული