ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"10 ნომრიანი მაისური? მარადონა თავად გადასცემდა" - ძოლამ კვარაზე ისაუბრა

AutoSharing Option
ცნობილ იტალიელ ფეხბურთელს ჯანფრანკო ძოლას, ჟურნალისტმა ჰკითხა, დაუთმობდა თუ არა დიეგო მარადონა ხვიჩა კვარაცხელიას 10-ნომრიან მაისურს ცოცხალი რომ ყოფილიყო.

"ნამდვილად რთული შეკითხვაა, კარგი იქნებოდა, რომ ეს შეკითხვა მისთვის დამესვა, თუმცა დარწმუნებული ვარ, მეტყოდა, რომ აუცილებლად დავუთმობდიო. სამწუხაროდ მარადონა ჩვენთან ერთად აღარ არის, ამიტომ ამაზე ვერ ვისაუბრებთ" - განაცხადა ძოლამ.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ქართველმა ფეხბურთელმა "ნაპოლის" მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 29 მატჩი გამართა, თავი კი 13 გატანილი გოლითა და ამდენივე საგოლე პასით გამოიჩინა.

altპიოლი: ლეაოა უკეთესი თუ კვარაცხელია? - რატომაც არ

უნდა გავიმარჯვოთ

altხვიჩა "მილანთან" ითამაშებს - ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩები გაირკვა

ასევე დაგაინტერესებთ