ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

le10sport: დადასტურებულია - პსჟ კვარაცხელიას 180-მილიონიან ტრანსფერს ამზადებს

AutoSharing Option
ფრანგული le10sport-ი ირწმუნება, რომ პსჟ მზადაა "ნაპოლის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიაში წარმოუდგენელი თანხა, 180 მილიონი ევრო გადაიხადოს.

ეს დადასტურებულია - პსჟ 180-მილიონევროიან ტრნსფერს ამზადებს

"ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი ხვიჩა კვარაცხელია ახლა ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი სენსაციაა. საქართველოს ნაკრების წევრმა გასული წლის ზაფხულში ნეაპოლში ჩასვლისთანავე მოახდინა შთაბეჭდილება, როდესაც კონტრაქტი 2027 წლის ივნისამდე გაუფორმეს. მისმა თამაშმა პსჟ მოხიბლა და ტრანსფერის ზაფხულში გაჩარხვითაა დაინტერესებული.

ბათუმის "დინამოსგან" 10 მილიონად შეძენილი კვარაცხელიას ფასმა მკვეთრად მოიმატა, რამეთუ ქართველი  მაღალ დონეზე და შედეგიანად
თამაშობს - ამ სეზონში ყველა ტურნირზე 13 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მიუხედავად იმისა, რომ "ნაპოლის" კვარაცხელიას გასხვისება არ უნდა, მომავალი სატრანსფერო ფანჯრისას მისი შენარჩუნება ძნელი იქნება. როგორც ახლახან "მარკას" ჟურნალისტმა ირატი პრატმა განაცხადა, იტალიურ კლუბს 180-მილიონიან შეთავაზებაზე უარის თქმა გაუჭირდება, 100 ან 120 მილიონად კი ვერ შეელევა.

იმ დროს, როდესაც გუნდში ნეიმარისა და ლეო მესის მომავალი გაურკვეველია, პსჟ შეიძლება კვარაცხელიას გადაბირებას შეეცადოს. ჟურნალისტ ეკრემ კონურის მტკიცებით, პარიზული კლუბი ნამდვილად დაინტერესებულია 22 წლის ქართველით".

ასევე დაგაინტერესებთ