მიქაუტაძის საგოლე პასი - გიორგის და ზურიკოს გუნდებმა გაიმარჯვეს

AutoSharing Option
საფრანგეთის ლიგა 2-ის 28-ე ტურში გიორგი მიქაუტაძის „მეცმა“ სტუმრად „რუანს“ სძლია (2:0), ხოლო ზურიკო დავითაშვილის „ბორდომ“ სახლში „ნიმს“ (1:0).

მიქაუტაძემ კარგი მატჩი ჩაატარა, მე-80 წუთზე მაიგას საგოლე პასი გაუკეთა, 89-ეზე კი შეცვალეს. გიორგის ანგარიშზე მიმდინარე ტურნირზე 14 გოლი (ჩემპიონატის ბომბარდირია) და 7 საგოლე გადაცემაა.

ლე-პეტი კევილი. „რობერ დიოშონი“
რუანი - მეცი 1:2
გოლები: 0:1 მაზიზი (72), 0:2 მაიგა (80), 1:2 კამარა (90)

Sportall.Ge

დავითაშვილმა 67-ე წუთამდე ითამაშა, აქტიური იყო, ვიდრე 67-ე წუთზე შეცვლიდნენ, თანაგუნდელი მაჯა მეკარეს პირისპირ შეჰყარა, მაგრამ მან შანსი
ვერ გამოიყენა. თუმცა, შემდეგ მაჯამ მაინც შეძლო გამარჯვების გოლის გატანა.

ბორდო. „მატმიუტ-ატლანტიკი“
ბორდო - ნიმი 1:0
გოლი: მაჯა (81)

ჩემპიონატზე 57 ქულით ლიდერი „ჰავრია“, 50 ქულით მეორე ადგილზე „ბორდოა“, 49 ქულით მესამეზე „სოშო“, ხოლო 48 ქულით მეოთხეზე „მეცი“.

„მეცი“ 1-ელ აპრილს „ლავალს“ უმასპინძლებს, „ბორდო“ კი 3 აპრილს გასვლაზე „გენგამს“ დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
დავითაშვილი თამაშობს სადმე?
ლანდო
16:59 19-03-2023
1
ძალიან სწრაფად პროგრესირებს ჟორჟი. შარშანდელთან შედარებით დიდი ნაბიჯი აქვს გადადგმული წინ. ძალიან კარგი იქნებოდა ტოპ ოთხი ლიგიდან რომელიმე ისეთ გუნდში გადასვლა, სადაც სათამაშო დრო ექნებოდა. კიდევ უფრო სწრაფად გააგრძელებდა პროგრესს. ბიჭს ყველაფერი აქვს დიდი ფეხბურთის სათამაშოდ - ტექნიკა, სისწრაფე, სისხარტე, თამაშის წაკითხვის უნარი, გოლის ალღო. ახლა მთავარია გაუმართლოს - კარგი გუნდი, ტრავმების არიდება და ძალიან მაგარი კარიერა ელოდება.
ნაკრებში მისი იმედი მაქვს, უბრალოდ სანიოლმა უნდა შეძლოს მისი სწორად გამყენება. ცენტრფორვარდი მაინც სპეციფიური პოზიციაა იმ ხრივ, რომ ყველა სხვა პოზიციაზე მეტად საჭიროებს პარტნიორების მხრიდან დროულ პასებს.
არტ
11:09 19-03-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული