ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

მიქაუტაძის საგოლე პასი - გიორგის და ზურიკოს გუნდებმა გაიმარჯვეს

AutoSharing Option
საფრანგეთის ლიგა 2-ის 28-ე ტურში გიორგი მიქაუტაძის „მეცმა“ სტუმრად „რუანს“ სძლია (2:0), ხოლო ზურიკო დავითაშვილის „ბორდომ“ სახლში „ნიმს“ (1:0).

მიქაუტაძემ კარგი მატჩი ჩაატარა, მე-80 წუთზე მაიგას საგოლე პასი გაუკეთა, 89-ეზე კი შეცვალეს. გიორგის ანგარიშზე მიმდინარე ტურნირზე 14 გოლი (ჩემპიონატის ბომბარდირია) და 7 საგოლე გადაცემაა.

ლე-პეტი კევილი. „რობერ დიოშონი“
რუანი - მეცი 1:2
გოლები: 0:1 მაზიზი (72), 0:2 მაიგა (80), 1:2 კამარა (90)

Sportall.Ge

დავითაშვილმა 67-ე წუთამდე ითამაშა, აქტიური იყო, ვიდრე 67-ე წუთზე შეცვლიდნენ, თანაგუნდელი მაჯა მეკარეს პირისპირ შეჰყარა, მაგრამ მან შანსი
ვერ გამოიყენა. თუმცა, შემდეგ მაჯამ მაინც შეძლო გამარჯვების გოლის გატანა.

ბორდო. „მატმიუტ-ატლანტიკი“
ბორდო - ნიმი 1:0
გოლი: მაჯა (81)

ჩემპიონატზე 57 ქულით ლიდერი „ჰავრია“, 50 ქულით მეორე ადგილზე „ბორდოა“, 49 ქულით მესამეზე „სოშო“, ხოლო 48 ქულით მეოთხეზე „მეცი“.

„მეცი“ 1-ელ აპრილს „ლავალს“ უმასპინძლებს, „ბორდო“ კი 3 აპრილს გასვლაზე „გენგამს“ დაუპირისპირდება.

ასევე დაგაინტერესებთ