ხვიჩამ ჩემპიონატზე მე-12 გოლი გაიტანა - პირველი ტაიმის შემდეგ "ნაპოლი" "ტორინოს" ამარცხებს - 2:0 [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს 27-ე ტურში „ნაპოლი“ პირველი ტაიმის შემდეგ გასვლაზე „ტორინოს“ 2:0 ამარცხებს.

ტრადიციისამებრ ნეაპოლური გუნდი თავიდანვე დაეუფლა ინიციატივას და ოსიმენმა თავურით დალაშქრა მილინკოვიჩ-სავიჩის კარი. ხვიჩას ყურადღებით მეურვეობდნენ, გრავიონი ეუხეშა და ყვითელი ბარათი მიიღო. მასპინძლებმა სახიფათო კონტრიერიშებით უპასუხეს და „ნაპოლი“ მეკარე მერეტმა გადაარჩინა. 34-ე წუთზე ხვიჩა საჯარიმოში ლინეტიმ წააქცია, პენალტი თავად დაზარალებულმა გამოიყენა და მიმდინარე ჩემპიონატზე მე-12 გოლი გაიტანა. შემდეგ ქართველმა ვიქტორს პასი გაუკეთა, მაგრამ მის მიერ დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია.

ტურინი.“გრანდე-ტორინო“
ტორინო - ნაპოლი
გოლები: 0:1 ოსიმენი (9), 0:2 კვარაცხელია
(35)

მკითხველის კომენტარები / 1 /
ქუსლით პასები გუტის მაისურზე მადლობა გადაუხადა? DDD ვულოცავ ხვიჩას გოლს და გამარჯვებას. გელოდებით ნაკრებში ჩვენი იმედის სინათლე ხარ.
G.LA
21:09 19-03-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული