ხოჭოლავამ "ვიბორგთან" შეუცვლელად ითამაშა

AutoSharing Option
დავით ხოჭოლავამ, რომელიც გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ნაკრებს მარტის მატჩებში მუხლის ტრავმის გამო ვერ დაეხმარება, დღეს "კოპენჰაგენის" რიგებში შეუცვლელად ითამაშა.

დანიის ჩემპიონატის 23-ე ტურში "კოპენჰაგენმა" საკუთარ მოედანზე 2:1 სძლია "ვიბორგს". მატჩს 32 678 მაყურებელი დაესწრო და დედაქალაქურმა გუნდმა რეგულარული სეზონი 42 ქულით მეორე ადგილზე დაასრულა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ფედერაცია რა ხდება , ან გულშემატკივრებს პატივი ეცი ან თქვენ თავს , კიტეიშვილიც და ხოჭოლავაც , ნამდვილი მიზეზი თქვით , ეხლა არ თქვათ კიტე უთამაშებელიაო, ხოჭოლავაზე კი სიმართლე თუ არ უნდა ნაკრები ეგეც უნდა ითქვას , სულ კარგად ბრძანდებოდეს . პატივი ეცით გულშემატკივრებს და მთლიანად საქართველოს , ფედერაცია თუ ქოც კანტორა ?!!
დავითი
19 მარტი 2023 21:48
8
მოიკვეთოს, დაიხვრიტოს, ჩამოიხჩოს რა გჭირთ ხალხო რა ჯიშის ხართ ვააა
ტტტ
19 მარტი 2023 21:46
11
ვინც ამ ბიჭს,საქმეში ჩაუხედაობით,სიმართლის დადგენამდე უმოწყალოდ აგინეთ, გამოეთრიეთ და ბოდიში მოუხადეთ.
Mr.kostaia
19 მარტი 2023 21:36
11
მოიკვეთოს ნაკრებიდან!

(ისე, დიდი მნიშვნელობა არ აქვს ამას, მაგრამ ხოჭოლავა არაა მისი ნამდვილი გვარი.)
ILIA
19 მარტი 2023 20:59
27
უკაცრავად, არ ვიცოდი, გამაყუჩებლით თუ თამაშობდა.
ბოდიშს ვიხდი!!!
ILIA
19 მარტი 2023 21:21
4
...
საქართველოს პირველი არხისთვის კი ცნობილი გახდა, რომ სინამდვილეში ხოჭოლავას მენისკი მართლა აწუხებს და „ვიბორგთან“ ნემსით ითამაშა, მაგრამ ხვალ ოპერაცია აქვს გასაკეთებელი და ასეთ მდგომარეობაში ნაკრებში მისი თამაში სარისკო იყო.
იხ: https://1tv.ge/news/khocholavas-nakrebis-warmomadgeneli-daelaparakeba-kopenhagenis-mcvels-meniski-awukhebs-1tvsport/
ლაშა
19 მარტი 2023 20:57
7
ნემსით ვერ ითამაშებ როდესაც მენისკი გაწუხებს .. (ექიმი)
ზაალი
19 მარტი 2023 21:44
1
ნაკრებში სარისკო იყო და კლუბში არა?!
!!!
19 მარტი 2023 21:34
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული