"გამოხმაურებები ვნახე და გაოცებული ვარ, ცუდ რაღაცებს წერენ" - ლოჩოშვილი ნაკრებში არგამოძახების შემდეგ

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, სანაკრებო შესვენებისას საქართველოს ეროვნული ნაკრები 2 მატჩს მონღოლეთთან (25 მარტს) და ნორვეგიასთან (28 მარტს) გამართავს.

ვილი სანიოლის 28-კაციან განაცხადში არ მოხვდა სერია A-ში "კრემონეზეს" მცველი ლუკა ლოჩოშვილი. ქართველი ფეხბურთელი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით Geo Team-ს ესაუბრა:

"გამოხმაურებები ვნახე და გაოცებული ვარ. კრიტიკა იმ ხალხისგან, ვისაც ჩემი თამაში არც უნახავს. სერია A-ში 16 შეხვედრა ჩავატარე, აქამდე მხოლოდ 4-მა ქართველმა ითამაშა აქ, სადაც მოხვედრა რთულია. ცუდ რაღაცებს წერენ. მადლობა ყველას, ვინც მხარს მიჭერს მთელი სეზონია აქტიურად. ძალიან ვაფასებ" - განაცხადა ლუკამ.

შეგახსენებთ,
"კრემონეზე" 27 ტურის შემდეგ 13 ქულით მე-20 პოზიციას იკავებს, შემდეგ შეხვედრას კი 1-ელ აპრილს, "ატალანტასთან" ჩაატარებს.

მკითხველის კომენტარები / 15 /
შენ რა წაიკითხე არვიცი, ყველა უკმაყოფილოა, რომ არ გამოგიძახეს. რა ინფორმაციებს ეცნობი?
უვიცი
12:56 20-03-2023
1
ლუკას ჩემი პატივისცემა და სიყვარული. ყველაფერი წინაა, შენ მაგარი ბიჭი და ფეხბურთელი ხარ!!!
mamuka09ze
15:17 20-03-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული