ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ვახშამი საცოლესთან ერთად მილანის საკათედრო ტაძრის ხედზე - კვარაცხელია ტურინიდან მილანში გაფრინდა, შემდეგი გაჩერება თბილისია

AutoSharing Option
Arenanapoli წერს, რომ "ტორინოსთან" მატჩის შემდეგ "ნაპოლის" ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია პირდაპირ მილანში გაფრინდა.

მოგეხსენებათ, "პარტენოპეიმ" მეტოქე 4:0 გაანადგურდა, ჩვენებურმა კი გოლი და შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

როგორც ზემოთ აღნიშნული წყარო გვიყვება, ხვიჩამ თავის საცოლე ნიცასთან ერთად მილანის ერთ-ერთ ცნობილ რესტორანში ივახშმა, რომელიც დუომოს (მილანის საკათედრო ტაძარი) გადაჰყურებს.

ხვიჩამ ეს ადგილი იმიტომ აირჩია, რომ ის მილანიდან თბილისში უნდა გამოფრინდეს, რათა საქართველოს ნაკრებს მონღოლეთთან და ნორვეგიასთან მატჩებში დაეხმაროს.
ასევე დაგაინტერესებთ