Ballon d'Or 2023 Power Rankings. სარეკორდო პოზიცია - კვარაცხელია "ოქროს ბურთის" რეიტინგში კვლავ წინ მიიწევს

AutoSharing Option
goal.com-მა, ბოლო თვის მონაცემების მიხედვით, "ოქროს ბურთი 2023"-ის საკუთარი რეიტინგული ვერსია განაახლა. "ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია კიდევ ერთი პოზიციით დაწინაურდა და საპატიო პრიზის კანდიდატთა სიაში მისთვის სარეკორდო, მეექვსე ადგილზეა. ხვიჩას თანაგუნდელი ვიქტორ ოსიმენი კი მეოთხე პოზიციაზე აღზევდა.

"ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურმა დაპირისპირებებმა "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლა მხოლოდ გაამწვავა", - აღნიშნავს გამოცემა და კვარაცხელიას თაობაზე შემდეგს წერს:

ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი)
ბოლოს მეშვიდე პოზიციაზე იყო
16 გოლი და 17 საგოლე გადაცემა 2022/23 წლების სეზონში

"ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის ფავორიტი მოულოდნელად მას შემდეგ გახ
და, რაც მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში კარგი ბადე ერგო. ქართველი გარემარბი სერია A-ში გოლების გატანას და საგოლე გადაცემების გაკეთებას განაგრძობს, ხოლო ლუჩანო სპალეტის გუნდს სკუდეტოს მოპოვება აპრილის ბოლოს აქვს გადაწყვეტილი".

"ოქროს ბურთი 2023"-ის განახლებული ტოპ-ათეული:

1. ლიონელ მესი (პსჟ)
2. ერლინ ჰოლანი (მანჩესტერ სიტი)
3. კილიან მბაპე (პსჟ)
4. ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი)
5. ვინისიუსი (რეალი)
6. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი)
7. მარკუს რეშფორდი (მანჩესტერი)
8. რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა)
9. კაზემირო (მანჩესტერი)
10. ბუკაიო საკა (არსენალი)

მკითხველის კომენტარები / 33 /
ზოგჯერ მგონია რო პროსტა ქართველები რომ ხართ მაგიტომ აკომენტარებთ აქ რო კვარა იმსახურებს ოქროს ბურთს.. წელს რაც არუნდა მოხდეს ეს ჯილდო არის მესის. მეორეზე მბაპე უნდა იყოს მესამეზე ან ჰალანდი ან სხვა ვინმე არ ვიცი იმედია კვარა 5 ეულში მოხვდება და იმის იმედიც მაქვს რომ რაც დრო გავა უფრო მეტად მონსტრად ჩამოყალიბდება აი სოალეტი არ ვიცი რამდენად შეძლებს ამას, მაგრამ იმითაც კმაყოფილი ვარ რომ ევროპაში კვარა ტრენდშია და მოსწონს ახალგაზრდებს , დაიცადეთ დრო უნდა ყველაფერს და იმედია მბაპე ჰალანდის ეპოქაში ერთხელ მაინც გაისვრის კვარა და აიღებს ამ ჯილდოს და ეს იქნება უდიდესი მიღწევა მისთვის ❤️. როგორღაც მიხვდით რო კვარაზე მაგრებით არის სავსე ევროპული ფეხბურთი და მაგიტომ ვიძახი დრო მიეცით დროს.. მეტი განვითარება სჭირდება გამოცდილებაც ხომ უნდა აი რასაც პირველივე სეზონზე აკეთებს ეგ სასწაულია მაგრამ არ არის საკმარისი რო მბაპე ჰოლანდს აჯობოს ნუ მესი შემდეგ წელს აღარ იქნება ალბათ ოქროს ბურთის 5 ეულში და სწორედ მბაპე ჰოლანდთან მოიწევს კვარას ჭიდილი ამიტომ ვისურვებ რო უფრო მეტად განვითარდეს და მათ დონეზე ავიდეს
მეც ქართველი ვარ
18 აპრილი 2023 19:17
0
მესიმ რო სულ ფეხი არ გაანძრიოს მაინც უპირობოდ ეკუთვნის ოქროს ბურთი ამიტომ ნუ იღლით თავს ამ ვითომ ექსპერტობით.. მსოფლიოს ჩემპიონი გახდა იცით რას ნიშნავს? ხვიჩას სერია ა ში კარგი თამაში ვერ გადაფარავდა მესის სიდიადეს ხოდა აცადეთ ლეოს ეს ოქროს ბურთიც და შემდეგ წლებში იმედია კვარა ერთხელ მაინც აიღებს ამ ბურთს და დამიჯერეთ თუ ასე მოხდება ეგეც სასწაული იქნება.. კვარამდე მბაპე ჰალანდია (ვინისიუსის ვარსკვლავობის მე არ მჯერა) მესი ნუ ჩამოწერეთ ასე და ნუ ბიდავთ თიქთქოს რენთან ვერაფერი გააკეთა და მაგიტო კვარას ეკუთვნის რამე წელს. მესის 15-20% ათამაშოს ღმერთმა კვარას და ეგეც საკმარისი იქნება რო მსოფლიოს ერთერთი საუკეთესო იყოს წლების განმავლობაში.. ნუ გაბრმავებთ ეს ქართველობა და ნუ ფიქრობთ რო კვარა ყველაზე მაგარია. ბაზარი არაა ევროპის მეფეს ეძახიან აქ ევროპაში და მაგრად მომწონს ეგ იმიტო რომ ახალგაზრდები ნელ ნელა იცნობენ და გულშემატკივრობენ , კვარა ტრენდშია მარა მესი მესია. ლეომ წელს ოქროს ბურთი აუცილებლად უნდა აიღოს არ აქვს მნიშვნელობა პსჟ ლიგა 1 თს მოიგებს თუ არა , არ აქვს მნიშვნლელობა ჰალანდი 20 გოლს გაუტანს თუ არა ბაიერნს , არ აქვს მნიშვნელობა კვარა მილანს მარტო მოუგებს თუ არა , მესი მესია წელს უკონკურენტოა მორჩა და გათავდა იმაზეც მადლობელი ვიყოთ და ვიამაყოთ რო 10 ეულშია კვარა და იმედია 5 ეულს გამოკრავს ხელს. მესის სიდიადეს 8 ოქროს ბურთი მეტად დაამშვენებს. კვარას ვუსურვებ რო ერთხელ მაინც შეწვდეს ამ ჯილდოს მაგრამ ჯერ ძალიან ადრეა
რეალობა
18 აპრილი 2023 19:11
0
79 წლიდან ვუყურებ ფეხბურთს და მიმაჩნია, რომ 22 წლის ხვიჩა ყველა დროის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელია, მინუსების დამწერს ვთხოვ, განმარტოს საწინაარმდეგო მოსაზრება.
მინდია
21 მარტი 2023 13:10
5
ეგრე ცალსახა არაა ეგ ამბავი. ჩემი აზრით, მე რაც მინახავს ქარტველი ფეხბურთელები, დათო ყიფიანი ყველაზე კარგი იყო. ნუ მიწყენთ, ძალიან მიყვარს კვარა, მაგრამ დათოს საფეხბურთო ინტელექტი კვარაზეც კი უფრო მაღალი ქონდა. საქართველო რომ დამოუკიდებელი სახელმწიფო ყოფილიყო და ფეხბურთელებს ევროპაში თამაშის საშუალება ქონოდათ, დათო ყიფიანი მსოფლიოს საუკეთესოებში დაიმკვიდრებდა ადგილს. და სულ სხვა კვალს დატოვებდა მსოფლიო საფეხბურთო ისტორიაში. წარმატებები კვარას!
გულშემატკივარი
22 მარტი 2023 11:02
0
პირველი სეზონისვის დიდებული შედეგია. წარმოუდგენელიც კი
შემდეგ სეზონში ნაპოლის უპირობო ლიდერი უნდა გახდეს. თავისთავზე უნდა აიღოს თამაში როგორც საქართველოს ნაკრებში აკეთებს.სავარაუდოდ სპალეტი არ აძლევს ამის საშუალებას. ჯერ კიდევ ვერ ხვდება ეგ თუ რა ტალანტია ხვიჩა
las
21 მარტი 2023 12:31
0
ვეთანხმები ხვიჩამ მსოფლიოზეც უნდა გაგვიყვანოს ლიგა და ჩემპიონატი მოიგოს და უკვე ვერავინ შეეცილება ოქროს ბურთს
თენგო
21 მარტი 2023 10:32
1
ვეთანხმები ხვიჩამ მსოფლიოზეც უნდა გაგვიყვანოს ლიგა და ჩემპიონატი მოიგოს და უკვე ვერავინ შეეცილება ოქროს ბურთს
თენგო
21 მარტი 2023 10:29
1
ლიონელ მესი (პსჟ)
ერლინ ჰოლანი (მანჩესტერ სიტი)
კილიან მბაპე (პსჟ)
ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი)
ვინისიუსი (რეალი)
ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი)
მუსიალა

რეალურად ეს ხალხი იბრძვის ოქროს ბურთისთვის

მესის მსოფლიოს გამო ძალიან დიდი უპირატესობა აქვს. მბაპე ოქროს ბურთს ვერ აიღებს ვერანაირად უბრალოდ შეუძლებელია.

სიტიმ ლიგაც უნდა მოიგოს და პრემიერლიგაც, ჰალანდმა რომ შანსი მიიღოს. მგონია სიტი ამას ვერ იზამს, არსენალი წესით მოიგებს პრემიერლიგას, ლიგაზე სავარაუდოდ ბავარია, რეალი და ნაპოლი უნდა დაამარცხოს რაც ურთულესი იქნება.

ვინისიუსს შანსი არ ქვს ოქროს ბურთზე რადგან ბარსელონამ თითქმის გაინაღდა ჩემპიონობა.

რეალურად ოქროს ბურთისთვის იბრძვის მესი, ჰალანდი, ხვიჩა და ოსიმენი. მესი მხოლოდ იმ შემთხვევაში ვერ მოიგებს ოქროს ბურთს თუ პსჟ-მ ლიგა 1 ვერ მოიგო.
დათო
21 მარტი 2023 00:35
1
ნაკრები თუ გავიდა ევროპაზე ჯგუფიდან და ლიგაც დადეს, მერე ვნახოთ საბოლოო კვარცხლბეკზე როგორ დაკვარახჭინდება ჩვენი კვარახჭინა კვარა
რა მაფიაა?
21 მარტი 2023 00:16
2
ხვიჩა მეტი, მეტი აიღე შენს თავზე საჯარიმოში, ან ცოტა მის გარეთ! მე შენი არცერთი თამაში გამიცდენია რუბინიდან მოყოლებული და კარგად ვიცი რამხელა პოტენციალი გაგაჩნია! გახიე, დაბდღვენი, გააცამტვერე, გაგლიჯე შენი მცველები, ისე როგორც ამას რუბინში აკეთებდი. ხომ ხედავ ატალანტას გოლმა, იტალიელები როგორ გააგიჟა (მარადონას გოლი ესე იწერებოდა იტალიურ პრესაში) ეგეთი გოლები და ასისტები გვინდა ხვიჩა! შენ ეს შეგიძლია ხვიჩა! მიაწექი ბოლომდე! ეხლა შენი დროა! გაიხარე და გაგვახარე ჩვენო ჯადოქარო, უსაყვარლესო ადამიანო!
გიო
21 მარტი 2023 00:01
1
მაინც ვერ ვხვდები მესი რატომაა პირველზე? ბოლო პერიოდში მისი თამაში ნახეთ? ბოლოს რენთანაც წააგეს. მესის არაფერი უკეთებია. დღევანდელი მდგომარეობით ოსიმენს ეკითვნის ოქროს ბურთი.მეორე ჰალანი, მესამე მბაპე მეოთხე ხვიჩა.
დავით 67
20 მარტი 2023 23:53
10
მერე რა რომ მსოფლიო ჩემპიონია 2022წლის.ეხლა 2023 წელია. მთავარი კრიტერიუმი უნდა იყოს ვინ უფრო მაგრად ჩაატარებს ჩემპიონატს, ლიგას.თამაშზე მიღებული შეფასებებიც უნდა იყოს ერთერთი ფაქტორი. აგერ ხვიჩა იტალიაში ორჯერ დაასახელეს თვის საუკეთესო ფეხბურთელად. ეგრე მსოფლიო ჩემპიონი მარტინესიცაა. და მაშინ მასაც ეკუთვნის.რამდენად არაობიექტურები ხართ როცა არგუმენტად წარსული ტიტულები მოგყავთ. არავინ იფიქროს რომ მესის არ ვთლიდე უძლიერეს ფეხბურთელად, უბრალოდ დიდი უსამართლობა იქნება, მისთვის წელს ოქროს ბურთის გადაცემა!
დავით 67
21 მარტი 2023 03:17
3
Rentan marto mbape samjer eriertze datova tan msoplio chempuonia,ai mbapem kapitnobis mere rom chamoiwia reitingshi es kargia,magari bichia yvelaperi aqvs megavarskvkavobis xasiatis garda imedia mixedav tavs
L.J .
21 მარტი 2023 01:37
2
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული