ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

დაამხობენ კვარაცხელია და ოსიმენი რონალდოსა და დიბალას რეკორდს? - მარტინის ამის სჯერა

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიამ და ვიქტორ ოსიმენმა ერთად მიმდინარე სეზონში ჯამში მეტოქეთა კარი 33-ჯერ აიღეს. ნიგერიელმა ეს 21-ჯერ გააკეთა, ქართველმა კი - 12-ჯერ.

კალჩოში შემტევ დუეტებში საუკეთესო შედეგი კრიშტიანო რონალდოსა და პაულო დიბალას აქვთ დაფიქსირებული, რომლებმაც 2019/20-წლების სეზონში "იუვენტუსში" ჯამში 42 გოლი გაიტანეს.

ხვიჩასა და ვიქტორის ამ რეკორდის გამეორებისთვის 9, ხოლო გადასწრებისთვის 10 ბურთი ესაჭიროებათ.

ამის სჯერა ცნობილ იტალიელ ჟურნალისტ მასიმილიანო მარტინის, რომელმაც თქვა, რომ კვარაცხელიასა და ოსიმენს ამ რეკორდის დამხობა შეუძლიათ.
ასევე დაგაინტერესებთ