საზონოვმა შეიძლება კარიერა "ჰამბურგში" გააგრძელოს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "დინამოს" მცველმა საბა საზონოვმა შესაძლოა, კარიერა მე-2 ბუნდესლიგის "ჰამბურგში" გააგრძელოს. ამის შესახებ გერმანულ კლუბთან დაახლოებული წყაროები იუწყებიან.

გავრცელებული ცნობით, 21 წლის ფეხბურთელის გადაბირებაზე მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.

გასულ სეზონში საზონოვმა მოსკოვის "დინამოს" რიგებში 24 მატჩში 1 გოლი გაიტანა. ის საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატისთვის ემზადება.

შეგახსენებთ, 2022 წელს "ჰამბურგის" ღირსებას გიორგი ჩაკვეტაძე იცავდა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
წარმატებას ვუსურვებ საბას, ჩვენს ნაკრებშიც და საკლუბო დონეზეც
ალეკსანდრე
20 ივნისი 2023 14:36
0
ჰამბურგი და ზოგადად მეორე ბუნდესლიგა,ჩაკვესათვის იყო სრულიად მიუღებელი,ძალიან ფიზიკური სტილის გამო,თორემ საზონოვისათვის,მშვენიერი ტრამპლინი შეიძლება გახდეს.მეორე მხრივ,სულ არ არის აუცილებელი,კონტრაქტის ახლავე დადება.ევროპის ჩემპიონატს უამრავი სკაუტი უყურებს და შესაძლოა უკეთესი ვარიანტიც გამოუჩნდეს.მთავარია, თვითონ და ნაკრებმა ითამაშონ კარგად!
სოსო
20 ივნისი 2023 13:02
0
ჰამბურგი მე-2 ბუნდესლიგაში მე-3 ადგილი დაიკავა და გადათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას (იხ: https://www.livescore.com/en/football/germany/2-bundesliga/table/). ასე რომ, ჩინებული ვარიანტია საწყის ეტაპზე.
წარმატებები საბას!
ლაშა
20 ივნისი 2023 11:25
5
ჰამბურგი ვერსად ვერ გადავა. წააგო უკვე ეგ თამაშები შტუტგარტთან.მომდევნო სეზონშიც მეორე ლიგაში იქნება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცუდი ვარიანტია.
ზურა
20 ივნისი 2023 14:33
0
საზონაშვილია ეს გვარი რუსეთის იმპერიის დროს გადაკეთდა ოვად
კი
20 ივნისი 2023 10:40
10
ძალიან მაგარი ფეხბურთელი დადგება დროზე წაიყვანონ ტოპ ლიგაში
1
22 მარტი 2023 21:08
3
ეხლა მთავარია ნაკრების წარმატებები და როგორც საბას, ისე დანარჩენ ბიჭებს ძლიერი კლუბების რიგი დაუდგებათ, მაგრამ ყველა ტოპ ლიგებში როგორც სანიოლმა თქვა, ვერ ითამაშებს, რადგან კვარა რომ კვარაა მას რომ არ მოენდომებინა და თავს არ გადახტომოდა, ამ შედეგებამდე ვერ მივიდოდა. ნათქვამია, ღვთისგან დამადლებული ნიჭი თუ არ განავითარე ყოველგვარი წარმატება და წინსვლა მცირეხნიანია!
ლაშა
22 მარტი 2023 14:42
3
ასეც ყოფილიყოს,ლაციო დიდი გუნდია❤️
MARGALONA
22 მარტი 2023 14:22
1
კარგია რომ რაღაც ინფორმაციას გვაწვდით მაგრამ ბოლოში რომ "გვახსენებ" ლაციოს სატურნირო მდგომარეობას ეგ რა საჭიროა... ნებისმიერ სტატიაში კვარაზე სტატიის ბოლოში ერთნაირად გიწერიათ შეგახსენებთ კვარას 12გოლი 10 ასისტი აქვს
არაფრისმთქმელი
22 მარტი 2023 14:11
5

სიახლეები პოპულარული