ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

საზონოვმა შეიძლება კარიერა "ჰამბურგში" გააგრძელოს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "დინამოს" მცველმა საბა საზონოვმა შესაძლოა, კარიერა მე-2 ბუნდესლიგის "ჰამბურგში" გააგრძელოს. ამის შესახებ გერმანულ კლუბთან დაახლოებული წყაროები იუწყებიან.

გავრცელებული ცნობით, 21 წლის ფეხბურთელის გადაბირებაზე მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.

გასულ სეზონში საზონოვმა მოსკოვის "დინამოს" რიგებში 24 მატჩში 1 გოლი გაიტანა. ის საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატისთვის ემზადება.

შეგახსენებთ, 2022 წელს "ჰამბურგის" ღირსებას გიორგი ჩაკვეტაძე იცავდა.