ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

Arenanapoli: კვარაცხელია თბილისში 300 000-ევროიანი ავტომობილით გადაადგილდება

AutoSharing Option
Arenanoli აქვეყნებს ფოტოს, რომელიც მათივე ინფორმაციით, Twitter-ზე ქართველმა ჟურნალისტმა დაჩი წურწუმიამ გაავრცელა.

გამოცემის ცნობით, "ნაპოლის" ქართველი ფეხბურთელი თბილისში Mercedes AMG GT Coupe-თი გადაადგილდება, რომლის საბაზრო ღირებულებაც 300 000 ევროა. ის აღჭურვილია V8 ძრავით და შეუძლია მიაღწიოს 320 კმ/სთ სიჩქარეს.

წყარო იმასაც აღნიშნავს, რომ უცნობია, იქირავა თუ შეიძინა ხვიჩამ ეს მანქანა.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია საქართველოს ნაკრებთან ერთად მონღოლეთთან და ნორვეგიასთან დაპირისპირებებისთვის ემზადება.


ასევე დაგაინტერესებთ