ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

Transfermarket-ის ფასებით, სერია A-ში კვარაცხელიაზე ძვირი მხოლოდ ერთი ფეხბურთელია

AutoSharing Option
გერმანული Transfermarkt-ის თანახმად, "ნაპოლის" გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას საბაზრო ღირებულებამ ახალ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.

გამოცემის ცნობით, დღესდღეობით ქართველი ფეხბურთელის ფასი 85 მილიონი ევროა. 11 ნოემბრის მონაცემებით, "კვარას" ღირებულება 60 მილიონ ევროს შეადგენდა.

საინტერესოა, რომ Tranfermarket-ისვე მონაცემებით, სერია A-ში ხვიჩაზე ძვირი მისივე თანაგუნდელი ვიქტორ ოსიმენია, რომელიც 100 მილიონ ევროდაა შეფასებული.

altახალი რეკორდი - Transfermarkt-მა ხვიჩა კვარაცხელია 85 მილიონ ევროდ შეაფასა

ასევე დაგაინტერესებთ