"სევილიამ" თითქმის შეიძინა, თუმცა მონჩიმ ტრანსფერი დაბლოკა - ესპანელმა სკაუტმა ხვიჩაზე ისაუბრა

AutoSharing Option
"ნაპოლის" ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია მუდამ მსოფლიო პრესის ყურადღების ქვეშაა. ამჯერად მის შესახებ Mundo Deportivo-სთან ცნობილმა ესპანელმა სკაუტმა პაბლო სეიხასმა ისაუბრა.

მისი თქმით, "კვარას" შეძენა რამდენიმე ესპანურ გუნდს სურდა, "კვარა" "სევილიაში" გადასვლასთან ახლოს იყო, თუმცა ანდალუსიელთა სპორტულმა დირექტორმა მონჩიმ ტრანსფერი დაბლოკა.

"ზუსტად არ მახსოვს, როდის, თუმცა რამდენიმე წლის წინ ესპანური გუნდები მისით დაინტერესდნენ, "სევილიამ" ტრანსფერი თითქმის 6 მილიონ ევროდ დახურა, თუმცა ბოლო მომენტში ანდალუსიელთა სპორტულმა დირექტორმა მონჩიმ მის შეძენაზე უარი თქვა. ხვიჩას დამატებას "ვალენსია" და "ლევანტეც" ცდილობდნენ.

დღესდღეობით კვარაცხელია 100
მილიონი ევრო ღირს, ახალგაზრდა გარემარბს მადრიდის "რეალში" თამაში მარტივად შეუძლია, მაგრამ, ვფიქრობ, კარიერას პრემიერლიგაში გააგრძელებს, რადგან ინგლისური კლუბები კარგ ფინანსურ მდგომარეობაში იმყოფებიან" - განაცხადა სეიხასმა.

შეგახსენებთ, ქართველმა ფეხბურთელმა "პარტენოპეის" მაისურით მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჯამში 30 მატჩი გამართა, თავი კი 14 გოლითა და ამდენივე საგოლე პასით გამოიჩინა.

alt1000 სტუმარი კრუიზზე - "ნაპოლი" ჩემპიონობას გრანდიოზულად აღნიშნავს

alt"ნაპოლის" იტალიაში ყველაზე ძვირად ღირებული შემადგენლობა ჰყავს

altTransfermarket-ის ფასებით, სერია A-ში კვარაცხელიაზე ძვირი მხოლოდ ერთი ფეხბურთელია

მკითხველის კომენტარები / 11 /
შენ გაიხარე მონჩი :)
ზურა
24 მარტი 2023 11:21
0
კარგი ფინანსური მდგომარეობა მეც კი მაქვს ხელფასის დღეს პირველი 3-4 საათი
Levani
24 მარტი 2023 10:09
0
და 4 საათის მერე რანაირად ქრება?
ცნობისმოყვარე
26 მარტი 2023 21:52
0
მიშო
24 მარტი 2023 21:41
0
კიდევ კაი რო დაბლოკა
გიორგი
23 მარტი 2023 16:21
1
ეგ ალბათ იმ დროს იყო ესპანეთის ნაკრებს რომ გაუტანა
ბექა
23 მარტი 2023 16:02
1
დოღლიგაში კვარა არ გადავა,კვარა მიდის რეალში როცა დრო მოვა,საწყალი ჩემი ბარსელონა,მარა მაგასაც ავიტან ისევე როგორც მილანის რბევას
ნიკო
23 მარტი 2023 15:40
4
მართალია, პრემიერლიგა იდენტურია სამეფო დოღების. არც შოტლანდიას და არც ინგლისს არ შეუძლია ღირებულად განავითაროს ტექნიკური ფეხბურთელი!
ეს "დოკ. ფილმი" ვნახეთ უკვე ახლო წარსულში.
ლაშა
23 მარტი 2023 21:56
0
საიდან იცი რო არ გადავა ? დამლაგებლად მუშაობ სახლში თუ რა?
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
23 მარტი 2023 16:00
18
"ვფიქრობ, კარიერას პრემიერ ლიგაში გააგრძელებს, რადგან ინგლისური კლუბები კარგ ფინანსურ მდგომარეობაში იმყოფებიან"...
კარგი ფინანსური მდგომარეობა საუდის არაბეთშიცაა...
ლაშა
23 მარტი 2023 14:55
2
საღოლ, კარგი იყო.
მალხაზი
23 მარტი 2023 18:44
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული