"შეუძლებელია ხვიჩა დიდებამ და ფულმა გააფუჭოს" - "რუბინის" ყოფილი დირექტორი ქართველს ადიდებს

AutoSharing Option
"რუბინის" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ოლეგ იაროვინსკიმ "სპორტ-ექსპრესთან" ინტერვიუში "რუბინის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

- ხვიჩას პირველად ნახვას ათეული წლების შემდეგ როგორ გაიხსენებთ?
- "რუბინის" პირველი შეკრება. გავდივარ ვარჯიშზე, ვუყურებ ხვიჩას და ვრწმუნდები: აი, ფეხბურთელი! სწრაფი, მკვეთრი, სუპერდრიბლინგის მქონე. მისი ფოკუსებისგან ყბა გივარდებოდა.

- ხალხი "შახტარში" იხსენებს: ჰენრიხ მხითარიანი იქ წყნარი და საკუთარ თავში ჩაკეტილი იყო. ბაზაზე იჯდა. ხვიჩა თქვენთან როგორი იყო?
- როდესაც ბურთითაა, სამყაროში ყველაზე ბედნიერი ადამიანია. ბავშვივითაა. გიჟდება ფეხბურთის თამაშზე. მის პერსპექტივაში ეჭვი არასოდეს არ მეპარებოდა. ხვიჩას ფული არ ხიბლავს.

- რეჟიმის მოყვარულია?
- დიახ, მაგრამ ამაში არაა საქმე. შეუძლებელია ის დიდებამ და ფულმა გააფუჭოს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ხოდა აცადეთ ბატონო ფეხბურთის თამაში 9 თვეა თუ 3 წელი მთავარია როგორ თამშობს და როგორი შემართებით ასე მგონია თქვენი სიტყვებიდან რო არ გაქვთ ხვიჩას იმედი შეიძლება პატივს ცემ მარა იმედი არ გაქ
დემნა
25 მარტი 2023 17:07
0
ხვიჩას რუბინი შარშან უმაღლესიდან გავარდა.რა გულმავიწყები ხართ.
ვა რა დონეა
25 მარტი 2023 14:32
0
უკვე დაუკრეფავში მაგრად გადახვედი.ხვიჩას რუბინი შარშან უმაღლესი ლიგიდან გავარდა ხოლო ოსიმენის ნაპოლი შარშან მესამე ადგილზე გავიდა თან დიდხანს ლიდერობდა.ოსიმენს წელს 25 ბურთი აქვს გატანილი მათ შორის ისეთებიც რომელსაც დიდი ნიჭის გარეშე ვერავინ გაიტანს.ხვიჩას ვენაცვალე, ყველას მიჩევნია მაგრამ ჯერ 9 თვეა რაც დიდ ფეხბურთს თამაშობს და მსოფლიოს აღიარებულ ვარსკვლავებზე მბაპესა და ნეიმარზე წინ აყენებ.გეტყობა ფეხბურთს დიდი ხანია არ უყურებ.
ჟორა გაბრიჩიჭიძეს
25 მარტი 2023 13:30
2
ხშირად ხვიჩას და ოსიმენს ერთმანეთს ადარებენ და ზოგიერთი ოსიმენს ამჯობინებს კიდეც ხვიჩას, მაგრამ დაიმახსოვრეთ სხვაობა ხვიჩასა და დნარჩენ ფეხბურთელებს შორის: ნებისმიერი ნიჭიერი ბავშვისგან კარგი ვარჯიშით შეიძლება გაზარდო ოსიმენები, მბაპეები, ნეიმარები და მათთანები, ხვიჩასნაირიები კი არ იზრდებიან, არამედ ასეთებად იბადებიან, ანუ მაგ ნიჭიერი ბავშვები რამდენიც არ უნდა ავარჯიშო, ხვიჩასნაირი ვერ გახდება. ხვიჩა მოედნის მშვენებაა. თუ ვინმეს ჰგონია ნაპოლი ხვიჩას გარეშე წელს იტალიის პირველობაზე სამეულში შევიდოდა, ძალიან სცდება. სწორედ ხვიჩამ აიყოლია მთელი გუნდი და სწორედ მასზედ აქვს სწორება ყველას. როცა ამხელა ნიჭიერი ფეხბურთელი ვარჯიშზე ბოლომდე იხარჯება, სწორედ ამიტომ აღარავინ აძლევს თავის თავს უფლებას იზარმაცოს, შედეგად კი მთელი გუნდი დაფრინავს და ყველა შეცვლაზე შესული აუმჯობესებს თამაშს.
ჟორა გაბრიჭიძე
24 მარტი 2023 20:12
10
Mtavari gamotove,mshieri ar yopila xvicha arasdros(badri tamashobda da magito) viqtora kidev bucebistvis nagavsayrelze darboda,nu akninebt osimens tipi psikologiurad gamarjvebulia(da vabshe ratom adarebt)realurad orive ertad dzaliam mahrebia
L.J .
25 მარტი 2023 16:16
0
კიდევ ერთი რაღაც , ოსიმჰენი სამი წელია ნაპოლიში , კვარა კიდე 8 თვეა
ლშა_იუვენტინო
24 მარტი 2023 22:37
0
მხითარიანი რა შუაში იყო აქ ? ალბათ ჟურნალისტი სომეხი იყო DD
zura222
24 მარტი 2023 19:50
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული