ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"შეუძლებელია ხვიჩა დიდებამ და ფულმა გააფუჭოს" - "რუბინის" ყოფილი დირექტორი ქართველს ადიდებს

AutoSharing Option
"რუბინის" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ოლეგ იაროვინსკიმ "სპორტ-ექსპრესთან" ინტერვიუში "რუბინის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

- ხვიჩას პირველად ნახვას ათეული წლების შემდეგ როგორ გაიხსენებთ?
- "რუბინის" პირველი შეკრება. გავდივარ ვარჯიშზე, ვუყურებ ხვიჩას და ვრწმუნდები: აი, ფეხბურთელი! სწრაფი, მკვეთრი, სუპერდრიბლინგის მქონე. მისი ფოკუსებისგან ყბა გივარდებოდა.

- ხალხი "შახტარში" იხსენებს: ჰენრიხ მხითარიანი იქ წყნარი და საკუთარ თავში ჩაკეტილი იყო. ბაზაზე იჯდა. ხვიჩა თქვენთან როგორი იყო?
- როდესაც ბურთითაა, სამყაროში ყველაზე ბედნიერი ადამიანია. ბავშვივითაა. გიჟდება ფეხბურთის თამაშზე. მის პერსპექტივაში ეჭვი არასოდეს არ მეპარებოდა. ხვიჩას ფული არ ხიბლავს.

- რეჟიმის მოყვარულია?
- დიახ, მაგრამ ამაში არაა საქმე. შეუძლებელია ის დიდებამ და ფულმა გააფუჭოს.

ასევე დაგაინტერესებთ