"რატომ ეპარებოდა დე ლაურენტისს კვარაცხელიაში და კიმ მინ ჯეში ეჭვი?" - სპალეტიმ კითხვაზე უპასუხა

AutoSharing Option
დღეს "ნაპოლის" თავკაცი ლუჩანო სპალეტი ენცო ბეარზოტის სახელობის პრიზის მფლობელი გახდა, რომელიც იტალიის წლის საუკეთესო მწვრთნელს გადაეცემა. დაჯილდოების ცერემონიაზე სპალეტის ჰკითხეს, თავიდანვე იყვნენ თუ არა ახალწვეულები ხვიჩა კვარაცხელია და კიმ მინ ჯე მაღალ დონეზე სათამაშოდ მზად.

"ასეთი ეჭვები კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისსაც ჰქონდა. თუმცა, როდესაც "კვარა" საქმეში ვნახე, ყველა ეჭვი გამიქრა. რუსეთში ჩემმა ნაცნობებმა მითხრეს, რომ ის ძალიან ძლიერი ფეხბურთელია.

პრეზიდენტი მენდობა, მაგრამ იმასთან დაკავშირებით შიშობდა, თუ რამდენი ხანი მოუნდებოდა ხვიჩას სერია A-ში ადაპტაციისთვის, რადგან საფეხბურთო ლიგებს შორის სხვაობაა.
ხვიჩამ დაამტკიცა, რომ ეს საზღვრები მცირდება. ამდენად, წინანდელისგან განსხვავებით, ახლა ახალ მექანიზმთან მორგება უფრო ადვილია", - უპასუხა სპალეტიმ.

მკითხველის კომენტარები / 8 /
კიმი მართლა გასაოცარი მოთამაშეა, კორეელი როგორ კითხულობს მოწინააღმდეგის ქმედებებს და როგორ ჩაჭრებს აკეთებს, ცენტრალური მცველისთვის შესაშური პასის კულტურა და სისწრაფეც აქვს, წარმოუდგენელი იყო ესე ეთამაშა. კვარას რაც შეეხება ეს ბიჭი ნაკრებში დაფრინავდა და შეტევაში ფაქტიურად მარტო დებდა შედეგს ნაკრების თამაშებში და სერიოზულ მცველებს თავგზას უბნევდა, კვარასგან მოსალოდნელი იყო ბევრად მაგრად ითამაშებდა კიმისგან განსხვავებით.
ზაზა
25 მარტი 2023 16:15
2
ლიგებს შორის კი არ შემცირდა ლუჩანო სხვაობა ,ხვიჩას აქვს უსაზღვრო ნიჭი...რუსულ ფეხბურთსა და იტალიურს შორის ლუჩანოსნაირი მწვრთნელი კი ხედავს,მაგრამ ხიდს არ წვავს,რა იცი როდის მოუწევს რუსეთის გუნდის გაწვრთნა,ფარა ბაბაია,ფარა...
გურულო
25 მარტი 2023 07:19
6
ოსტეგაარდი რომ უხეხავთ სკამებს და თვეში 10 წუთს რომ თამაშობს,ეგ ღირს ათ მილიონზე მეტი და 10 მილიონად ჩაგდებულ კვარაზე რისი შიში ქონდათ
დავითი
24 მარტი 2023 23:31
2
ნამუსზე აგდებს ეს გაიძვერა.
მარადონა
24 მარტი 2023 23:24
2
Elementarulad, fenerbaxches da dinamo batumis pegburtelebs yidulobda :)))raa magashi gasakviri tan dzalian iapad !!!exla ro gadaxedo transsperebs napolis + aqvs tan dzalian didi
L.J .
24 მარტი 2023 20:49
0
ეგ ქართველებს შეუძლიათ მარტო
თორე კოკორინები მირანჩუკები და ვლაშიჩები ისევ ისევ იჩ*** ავებენ რუსეთიდან თუ წავლენ ტოპლლიგებში
ქართველი
24 მარტი 2023 19:10
15
ქართველი-ს! რუსეთში მითხრესო ნაცნობებმა კვარაზეო და არა ბათუმში. მიხვდი? ბევრი პატარა ქვეყანა სჯობია დიდ ქვეყანას ფეხბურთში, მაგრამ საქართველო აქ არ მოიაზრება სამწუხაროდ. მიზეზიც დაეჭვებისაც ეგ იყო,რომ საქართველოს არ განიხილავენ როგორც საფეხბურთო ქვეყანას. ეხლა ხვიჩას დამსახურებაა თუ ვინმე საქართველოში ეძებს ტალანტებს და არა ფედერაციის ან თუნდაც სხვა ცალკეული ადამიანების
დავით 67
25 მარტი 2023 00:08
0
Sagol.ra qargveli ..jmuli ar ginaxavs tu ar gagigia???siaa tan didi...ras erchi vlashichs?ar miranchuks?wamovidnen da arian ik sadac mati donea (gunds vgulisxmob)
L.J .
24 მარტი 2023 20:52
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული