"საშინელი ახალი კონტრაქტია, ღარიბული ხელფასია" - Sportbible ხვიჩას ახალი ანაზღაურებით შოკირებულ ფანებზე წერს

AutoSharing Option
გუშინ, 29 მარტს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლისთან" შეთანხმებას მიაღწია და ის გუნდთან კონტრაქტს გაახანგლძრივებს.

ახალი შრომითი ხელშეკრულება 2028 წლამდე იქნება გათვლილი. ჩვენებურის ანაზღაურება 1-დან 2.5 მილიონი ევრო გახდება, ბონუსების ჩათვლით კი თანხა 4 მილიონამდე ავა.

ამ ამბავს მსოფლიოს ერთ-ერთი პოპულარული სპორტული გამოცემა Sportbible გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ფანები ქართველი ფეხბურთელის ახალი ანაზღაურებით შოკირებულნი დარჩნენ.

"კვარაცხელია ზაფხულში არსაიდან მოვიდა. ბათუმის "დინამოდან" გადმოსვლის შემდეგ მან ევროპაში ნამდვილი შტორმი მოახდინა.

მადრიდის "რეალი" და პსჟ მის შესაძენად იბრძვიან. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის
"ნაპოლისთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებს, კლუბში 2028 წლამდე დარჩება და არ ექნება გათავისუფლების პუნქტი.

მოსალოდნელი იყო, რომ მისი ხელფასი მკვეთრად მოიმატებდა, თუმცა გულშემატკივრები შოკირებულნი დარჩნენ მას მერე, რაც ქართველი ფეხბურთელის ახალი ანაზღაურების შესახებ შეიტყვეს.

მისი წლიური ხელფასი ბონუსების ჩათვლით შეადგენს 4 მილიონ ევროს . ეს უდრის დაახლოებით 67 000 ფუნტს კვირაში", - წერს გამოცემა.

Sportbible-ს ამ ფაქტთან დაკავშირებით გულშემატკივართა კომენტარებიც მოჰყავს, სადაც სწორედ მათი გაოცებაა აღბეჭდილი.

"4 მილიონი ევრო? - პრემიერ ლიგაში ის ორმაგს მიიღებს!"

"პრემიერ ლიგაში 6 დიდ კლუბს თავისუფლად შეუძლია კვარაცხელიას ორმაგი, თუნაც სამმაგი გადაუხადოს"

"ეს არის ღარიბული ხელფასი ამომავალი სუპერვარსკვლავისთვის"

"კვირაში 67 000 ბონუსების ჩათვლით… გასაკვირი არ არის, რომ მოთამაშეებს სურთ პრემიერ ლიგაში გადასვლა"

"მაშინ მას პრემიერ ლიგაში მინიმუმ ნახევარი ათწლეულის განმავლობაში ვერ ვნახავ"

altგადაწყდა - კვარაცხელია "ნაპოლისთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებს და ხელფასი გაუოთხმაგდება

მკითხველის კომენტარები / 50 /
რა გინდათ მეგობრებო. ბიჭი, ოფიციალური მილიონერი გახდა. სად იყო და სადაა. რას მოესწრო, ღმერთს მადლობა ვუთხრათ, მანაც რათქმა უნდა და ვთხოვოთ ჯანზე გვიმყოფოს ჩვენი ბიჭი, ამ დაქცეულ ქვეყანასი, მაგან მაინც გაგვიხაროს ეს გული. მთელი ცხოვრება წინ აქვს, მსოფლიო გადაშლილია მის ფერხდით. ალბატ , რაც მაგის გვარს ნალოცი აქვს, მაგაზე ახდა და გამჩენი შეეწიოს. უტრამვოდ რა თქმა უნდა. ჯანმრთელობაა ის მთავარი რამ, რაც მაგას ყველაზე მეტად სჭირდება ეხლა. მსოფლიოს ნომერ პირველი გამხდარიყოს, ლიგა მოეგოს და ხელფასი მერე ნახეთ თქვენ. წინ მწვერვალებისთვის. ვინც იღორა, ყველაფერი დაკარგა , რუსეთის არ იყოს და ბარეორის.
ლევან მაღლაკელიძე
05 აპრილი 2023 22:20
0
ფულზე ნუაკეთებთ აქცენტს..მთავარი ფეხბურთია ხვიჩასთვის და თამაში.მემგონი რეალში .სიტიში ლივერპულში ან სხვა გრანდებში რომ გადასულიყო ხელფასი კი ექნებოდა მეტი მაგრამ ასე დატვირთვით ათამაშებდნენ???
ლადო
02 აპრილი 2023 08:12
0
ნუ პანიკობთ ხალხო და ნუ ვარდებით კრუნჩხვებში... როგორც წელს დაიდო ახალი კონტრაქტი, ისე დაიდება ყოველ წელს, თუ ხვიჩა მოუმატებს, რა თქმა უნდა...
ვ100კო
01 აპრილი 2023 11:01
0
ჩემი აზრით, ძალიან ბევრი მინუსია ამ ახალ შეთავაზებულ კონტრაქტში. თავი რომ დავანებოთ აშკარად არასამართლიან ანაზღაურებას (მინიმუმ 3 მილიონი ეკუთვნის), ბონუსები ან იქნება ან არა, რადგან თუ ამ ზაფხულს რამდენიმე წამყვანი მოთამაშე წავიდა (ოსიმენი, ზელინსკი, ლოზანო, კიმ მინ ჯე), მომდევნო სეზონში "ნაპოლი" წლევანდელივით წარმატებულად ვერ ითამაშებს. შესაბამისად, შესაძლოა ვერც ხვიჩა იყოს ისეთივე ეფექტური როგორც ამ სეზონში. ერთადერთი პლიუსი რაც სამომავლო კონტრაქტში დავინახე, გაგიკვირდებათ და გამოსასყიდის გარეშე გაფორმებაა - ანუ, დავუშვათ რომ დაკარგოს ფორმა და მისმა სატრანსფერო ღირებულებამ დაიწიოს, ხვიჩა თუ იტყვის ტრანსფერზე დამაყენეთო, შესაძლოა ახლანდელი 100 მილიონის ნაცვლად 60 მილიონად გაყიდოს კლუბმა, რადგან მასში მხოლოდ 10 მილონია გადახდილი
Fani
31 მარტი 2023 10:45
1
ხვიჩაზე კარგად ყველამ იცის ხვიჩასთვის უკეთესი რა იქნება თყრმე.აქამდის სპორტისა და პოლიტიკის მცოდნე გვყავდა ყველა , ეხლა ბანკისა და ბიზნესოს სფერო დაემატა, რა ვიცი ამის ფონზე ქვეყანა კი არის გაღატაკებული და ნეტავ რატომ..:))))))))))))
საბა
31 მარტი 2023 08:12
1
8 სათამაშო თვის თავზე მიიღო ის რაც მიიღო და რო უთვლით ხვიჩამ დაქოქა თავის ცხოვრება და რა საჭიროა ღორობა და ჰა მილიონის დამატების სურვილით არ მოიკლა ტირილით თავი ამაში ვინმეს ადანაშაულებენ???)))) რა სისულელეა..და იმ ტიპზე ხო არ ვლაპარაკობთ პსჟ 180 ის გადახდას რო აპირებს და 15 დაუნიშნავს და ესე ჯობია ზატო მაისურებიდან წილში იქნებიო ეტყვის ვიღაც მისით აღფრთოვანებული ბედნიერი მფლობელი..და აქ დაიწერება 25 როგორ ვერ დასტყუა ჯუღელი არა კვახიო))
მირო
31 მარტი 2023 05:33
0
ხელფასი თუ ხვიჩას აწყობს, მე მგონი არავისი საქმე არ არის ამის განსჯა. აქ სხვა რამეა რაც ეჭვს იწვევს - ხუთწლიანი კონტრაქტი ნამეტანი ხომ არ არის? ამ გუნდიდან ოსიმენის წასვლაზე რეალური ლაპარაკი დაიწყო. ასევე კიმზე. ნაპოლი არ არის გრანდი. ვერ გამოვრიცხავთ რომ უახლოეს ორ წელიწადში რამდენიმე წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვოს გუნდი და მერე ხვიჩას მოუწევს საშუალო შეძლების გუნდში თამაში წლების მანძილზე. ღმერთმა ქნას ასე არ მოხდეს.
არტ
31 მარტი 2023 00:03
5
რა გინდათ ვერ გავიგე, ხვიჩას აწყობს თქვენ ვინ გკითხავთ??? ყველამ თავის ჯიბეს მიხედოს. ხვიჩა იმდენად უყვართ ნეაპოლში, რომ ფული მესამეხარისხოვანია უკვე. რაც არ უნდა მოითხოვოს ხვიჩამ უფულოდ ყველაფერს აუსრულებენ ისედაც ამ ქალაქში.
დავით 67
30 მარტი 2023 21:59
17
არა მეგობრებო 2024 წლამდეა მხოლოდ,2024 შემდეგ ვისაც გაუხარდება 100 მილიონად შეუძლია ხვიჩა წაიყვანოს,ასეთი პუნქტი დევს,მაგრამ 2028 მდე ირიცხება ნაპოლში ასეა კონტრაქტში ეს ბიჭი თავს ბედნიერად გრძნობს,მარტო საქართველოში კი არა ნეაპოლში ხალხი მის სანახავად დადის,მაფიოზები კი ყველგანაა,რომლებიც ფულის გამო ყველაფერს დათმობენ. რა თქმა უნდა ანაზღაურება მცირეა.ბონუსი კი ან არის ან არა.ამ ანაზღაურების ნახევარზე მეტი მის კერძო ფიზმომზადებაზე იხარჯება.
სვანსკი
31 მარტი 2023 10:41
0
რა დავწერე გაუგებრად, რომ ვერ გაიგეთ? რადგან ხვიჩა თანხმდება ე.ი აწყობს და თქვენ ვინ გეკითხებათ? თქვენ გგონიათ ხვიჩა შტერია და თქვენ ჭკვიანები? ალბათ ასე ფიქრობთ რომ ფეხბურთელს არაფერს ეკითხებიან. უამრავი სარფიანი შეთავაზება ჰქონდა ტოტტის, სტივ ჯერარდს და ბევრ სხვასაც მაგრამ არსად არ გადავიდნენ. უბრალოდ არ უნდოდათ და მორჩა. ამ ლაურიენტესს რას გადაეკიდეთ? ეს არის მისი( და არა თქვენი) კერძო ბიზნესი და უნდა გაყიდის და უნდა არა. ასევე მის შეთავაზებულ პირობებს ან დათანხმდები და ან არა. თქვენ მართლა მონათმფობელური წყობა ხომ არ გგონიათ ამ გუნდში. სპალეტისაც უნდოდა წასვლა, მაგრამ მგონი დათანხმდა დარჩენაზე. სწორედაც რომ სსრკ-ს პერიოდივით მსჯელობთ. მონობა მაშინ იყო თუ იყო. ასე რომ რამე თუ არ მოგწონთ თქვენ იყიდეთ ეს გუნდი და ყველაფრის უფლება გექნებათ კანონის ფარგლებში.
დავით 67
31 მარტი 2023 02:48
6
ყველა გამოხმაურება
ცხადია ხვიჩას ჯიბეში არავინ იხედება - ღმერთმა მისცეს კიდევ უფრო მეტი. უბრალიდ საწყენია რომ გარშემო მყოფთა არაპროფესიონალიზმის გამო არაშესაბამისი პირობები ექნება, რამაც რაღაც მომენტში შეიძლება მის მოტივაციას დაარტყას. დემოტივირებული კვარაცხელია კი ვნახეთ რუბინში….
Gogi
30 მარტი 2023 21:21
3
დარწმუნებული ვარ ხვიჩა, ან მისი ოჯახის წევრები ეცნობიან გამოხმაურებებს და კომენტარებს. რადგან არ ჩქარობ და არ ხარბდები უფრო სარფიან შემოთავაზებებს, ნურც კონტრაქტის გახანგრძლივებას იჩქარებ მაგ პირობებით. ჯობია დაიკლო ის მილიონი წელიწადში, რომელსაც მერე 10 მილიონად ამოიღებ. კარგი კონტრაქტი გაქვს გაფორმებული და არ გადახედო, ან გაახანგრძლივო იქამდე სანამ უკეთესს არ შემოგთავაზებენ.
იგორ
30 მარტი 2023 21:08
4
ასი პროცენტი გეთანხმებით, არ ღირს მაგათი ვითომ მომატებული ხელფასი იმად რომ ახლა არსებული (2027 წლამდე) კონტრაქტი შეცვალონ. თან გამოსყიდვის პუნქტის ჩადებახ არ უნდათ ტიპებს ისეთი ნაგები არიან, მართლა დებილებად თვლიან აუ რაშია საქმე?! ნაპოლიში იმხელა სიყვარული აქვს ხვიჩას სულ არ ჭირდება ხელფასის გაზრდა , მინიმუმ წელიწადნახევარი კიდევ დარჩება ამ გუნდში და საქმესაც გააკეთებს, თუ მანამდე კლუბი რამენაირად შეძლებს და გრანდებს მიუახლოვდება მერე გადახედონ კონტრაქტს და თუ ისევ გაყიდვაზე იქნება კლუბი ორიენტირებული ხვიჩას დღეს არსებული კონტრაქტით ვერ დააკაბალებენ, და არც კლუბის და აღარც ქალაქის წინაშე აღარც მატერიალური და რაც მთავარია აღარც მორალური ვალდებულებები აღარ ექნება. ასე კიდევ დე ლაურენტისების ახირებების შემყურე გახდება ამ ვითომ გაზრდილი ხელფასის სანაცვლოდ.
ბს
31 მარტი 2023 00:03
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული