ახალი შრომითი ხელშეკრულება 2028 წლამდე იქნება გათვლილი. ჩვენებურის ანაზღაურება 1-დან 2.5 მილიონი ევრო გახდება, ბონუსების ჩათვლით კი თანხა 4 მილიონამდე ავა.
ამ ამბავს მსოფლიოს ერთ-ერთი პოპულარული სპორტული გამოცემა Sportbible გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ფანები ქართველი ფეხბურთელის ახალი ანაზღაურებით შოკირებულნი დარჩნენ.
"კვარაცხელია ზაფხულში არსაიდან მოვიდა. ბათუმის "დინამოდან" გადმოსვლის შემდეგ მან ევროპაში ნამდვილი შტორმი მოახდინა.
მადრიდის "რეალი" და პსჟ მის შესაძენად იბრძვიან. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის
მოსალოდნელი იყო, რომ მისი ხელფასი მკვეთრად მოიმატებდა, თუმცა გულშემატკივრები შოკირებულნი დარჩნენ მას მერე, რაც ქართველი ფეხბურთელის ახალი ანაზღაურების შესახებ შეიტყვეს.
მისი წლიური ხელფასი ბონუსების ჩათვლით შეადგენს 4 მილიონ ევროს . ეს უდრის დაახლოებით 67 000 ფუნტს კვირაში", - წერს გამოცემა.
Sportbible-ს ამ ფაქტთან დაკავშირებით გულშემატკივართა კომენტარებიც მოჰყავს, სადაც სწორედ მათი გაოცებაა აღბეჭდილი.
"4 მილიონი ევრო? - პრემიერ ლიგაში ის ორმაგს მიიღებს!"
"პრემიერ ლიგაში 6 დიდ კლუბს თავისუფლად შეუძლია კვარაცხელიას ორმაგი, თუნაც სამმაგი გადაუხადოს"
"ეს არის ღარიბული ხელფასი ამომავალი სუპერვარსკვლავისთვის"
"კვირაში 67 000 ბონუსების ჩათვლით… გასაკვირი არ არის, რომ მოთამაშეებს სურთ პრემიერ ლიგაში გადასვლა"
"მაშინ მას პრემიერ ლიგაში მინიმუმ ნახევარი ათწლეულის განმავლობაში ვერ ვნახავ"
გადაწყდა - კვარაცხელია "ნაპოლისთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებს და ხელფასი გაუოთხმაგდება
ოსიმენი, კიმი, ზელინსკი, ლოსანო, და კიდევ... ნაპოლი ნახევარ გუნდს ყიდის, დიდი ალბათობით სპალეტიც პრემიერლიგაში გადავა და ამ მაჩანჩალა გუნდში უნდა ჩაიკეტოს 5 წელი?
ხვიჩას მამა თუ ამას დაუშვებს უბრალოდ კარიერას დაუნდგევენ. ეს ჯუღელი სად მოძებნეს, ყველაფერს თავის თავზე რომ იწერს, ომმა დაიხსნა ხვიჩა და არა ჯუღელმა.
მოკლედ ვიტყვი, ასეთი მონური ხელშეკრულების დადებას თანაც მაქსიმალური ვადით,არსებული ხელფასი და არსებული დაბალი გამოსასყიდი სჯობია
ხვიჩას საქმეში ცხვირის ჩაყოფას და მისი კაბალაში მოქცევის გამო აღშფოთებას შორის განსხვავებას თუ ვერ ხედავთ მაშინ უსმინეთ შალვა ხაჭაპურიძეს!
2,5 მილიონ დოლარს (ბონუსი არ არის ხელფასი, ეგ საკენკი თავის ქათმებს დაყაროს ნაპოლის მენეჯმენტმა) ხვიჩას თვეში სიამოვნებით გადახდამდე მოწინავე კლუბები.,ეგ კიდევ არაფერი , ეს უნამუსოები გამოსყიდვის უფლების გარეშე ხელშეკრულებას უდებენ და თანაც მაქსიმალური ვადით (5 წელზე მეტის უფლება უბრალოდ არა აქვთ) , ეს კაბალაა! თავისი საქმის საბოლოოდ თვითონ იცის ყველაზე კარგად ხვიჩამ, მარა ამ პირობებით 2028 წლამდე მაგ იდიოტი ლაურენტისის მონად ყოფნას , არსებული ხელშეკრულება ერჩივნოს იქნება, ნაკლები ხელფასით, მაგრამ ნაკლები გამოსასყიდით და შესაბამისად თავისუფლების მაღალი ხარისხით.
იდიოტად როგორ უნდა ჩაითვალოს ვიღაც ვითომ კინო რეჟისორმა.
ეს ყველაფერი იმიტომაა, რომ ჯუღელს ევროპაში არავითარი ავტორიტეტი არ გააჩნია. ვისაც ამის არ სჯერა, ნათელი მაგალითია ის ფაქტი რომ "ტრანსფერმარკეტი"-ს საიტზე ხვიჩას და აზაროვის პროფილებზე არსად არ წერია აგენტის ვინაობა (ორივეს აგენტად ჯუღელი ითვლება). დასკვნა - კვარა, დროულად შეცვალე აგენტი!
შენ იმსახურებ რომ ჟორჟე მენდეშის ან პინი ზაჰავის დონის აგენტი გყავდეს (რაიოლა აღარ არის, თორემ ყველაზე კარგი ვარიანტი ეგ იქნებოდა)
Товарищ Иван Джугаев! Будет ли опубликована информация о сумме отката, которую вам обещал Аурелио Де Лаурентис за такой контракт?
Джугели является клубным агентом волгоградского Ротора.