ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ხვიჩამ სერია A-ს ისტორია გადაწერა - კვარაცხელია ერთ სეზონში უკვე მესამედ დაასახელეს თვის საუკეთესო ფეხბურთელად!

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს მარტის თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

მან გამოკითხვაში თანაგუნდელ კიმ მინ-ჯეს, "სასუოლოს" წევრ არმან ლორიენტეს, "იუვენტუსის" ნახევარმცველ ადრენ რაბიოსა და "უდინეზელ" დესტინი უდოგიეს აჯობა.

აღსანიშნავია, რომ ქართველი შემტევი სერია A-ში თვის საუკეთესო ფეხბურთელი ზედიზედ მეორედ, ჯამში კი მესამედ გახდა.

საამაყო ამბავია, რომ კალჩოში ერთ სეზონში სამჯერ თვის საუკეთესოდ აქამდე არავინ დაუსახელებიათ, ახლა კი ეს რეკორდი ხვიჩამ დაამყარა.
ასევე დაგაინტერესებთ