დე ლაურენტისი: "კვარასთან" კონტრაქტის გაგრძელებაზე საუბარს უნდა მორჩეთ

AutoSharing Option
სერია A-ს ოფისიდან გამოსულ "ნაპოლის" პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს სხვადასხვა გამოცემების რეპორტიორები დახვდნენ და კითხვები დაუსვეს. Areanapoli იტყობინება, რომ ნეაპოლური კლუბის მფლობელმა ტრავმირებულ ვიქტორ ოსიმენზე, ჩემპიონთა ლიგაზე მისი გუნდის ასპარეზობის შესახებ და ხვიჩა კვარაცხელიასთან ხელშეკრულების გახანგრძლივების თაობაზე დასმულ კითხვებზე გასცა პასუხი.

"ოსიმენი დაშავდა, მაგრამ იმედია ორ კვირაზე მეტი არ გაუცდება. "მილანს" მალდინი, სკარონი და ახალი პატრონები უნარიანად ხელმძღვანელობენ, კარგი ფეხბურთელები ჰყავთ, მათაც ჩვენთან მატჩში ვინმე დააკლდება და ძალები ბალანსირებული იქნება, რათა გულშემატკივრებს ორივე გუნდმა ლამაზი შოუ შესთავაზონ.

იტალიური გუნდები ერთმანეთს
მეოთხედფინალში რომ შეხვდნენ, ეს უთავო უეფას ბრალია... წარმოიდგინეთ, "მილანს" თასზეც რომ დავპირისპირებოდით, ეს ჩვენი მეოთხე მატჩი იქნებოდა, ისევე როგორც სასაცილოა ერთი და იგივე გუნდთან სამჯერ თამაში. თუ გინდა ევროპაში შენი შესაძლებლობები განსაზღვრო, სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს უნდა შეხვდე. სამწუხაროდ, ვიდრე ჩვენ უეფას არ შევცვლით, ყველანი ამ ფეხბურთის ასოციაციის მონები ვიქნებით.

"კვარასთან" კონტრაქტის გაგრძელებაზე საუბარს უნდა მორჩეთ. რომელ გახანგრძლივებაზე მელაპარაკებით, ხუთწლიანი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. თქვენ, ჟურნალისტები, მხოლოდ ფულზე ფიქრობთ. მუდამ ამ უხამსობაზე ლაპარაკი გინდათ".

მკითხველის კომენტარები / 11 /
ვერ გამიგიათ რას ერჩით ამ ჯუღელს, ადრე იძახდით ძაან ძვირს ითხოვს და მაგიტო არ მიყავთ ტოპ ლიგებშიო, ახლა იძახით რატომ დათმო 10 მილიონად, რატომ მეტი არ მოითხოვაო, ვერ ხართ თქვენ რა, ლაურენტისი კი იმან გააღიზიანა ყველა შეხვედრაზე ხვიჩას კონტრაქტის გაგრძელების ამბავს ჩრიან ცხვირში ამ კაცს, თითქოს დღე-დღეზე ვადა ეწურებოდეს კონტრაქტს, გვაცალეთო კაცი ამბობს 2028 წლამდეა ხელშეკრულების ვადა და არ ჩქარობს, ეგ ბიზნესმენია და მართლა 180 მილიონი, რომ გადაუხადოს პსჟ-მ მაშინ გაყიდის, იმაზე კი არ დაიწყებს ფიქრს ქართველებს პსჟ არ ევასება და იქ ვერ გაუშვებო.D
რრრ
12:42 01-04-2023
6
ხვიჩა ჩატარებული თამაშების და გუნდისთვის სულის ჩაბერვისთვის,ასევე ასეთი პოპულარობისთვის ნაპოლიში,სადაც უალტერნატიოა,ახლავე იმსახურებს ხელფასს 10 მილიონ ევროს წელიწადში,მაგრამ ვინ უფასებს? ერთადერთი ახლა უნდა დაგლიჯოს ლიგაზე,და მერე იქნებ ნამუსზე ააგდოს კლუბის ხელმძღვანელობა,ესაა სიმართლე ჩემი აზრით!!!
ზაზა
09:56 01-04-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული