დე ლაურენტისი: "კვარასთან" კონტრაქტის გაგრძელებაზე საუბარს უნდა მორჩეთ

AutoSharing Option
სერია A-ს ოფისიდან გამოსულ "ნაპოლის" პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს სხვადასხვა გამოცემების რეპორტიორები დახვდნენ და კითხვები დაუსვეს. Areanapoli იტყობინება, რომ ნეაპოლური კლუბის მფლობელმა ტრავმირებულ ვიქტორ ოსიმენზე, ჩემპიონთა ლიგაზე მისი გუნდის ასპარეზობის შესახებ და ხვიჩა კვარაცხელიასთან ხელშეკრულების გახანგრძლივების თაობაზე დასმულ კითხვებზე გასცა პასუხი.

"ოსიმენი დაშავდა, მაგრამ იმედია ორ კვირაზე მეტი არ გაუცდება. "მილანს" მალდინი, სკარონი და ახალი პატრონები უნარიანად ხელმძღვანელობენ, კარგი ფეხბურთელები ჰყავთ, მათაც ჩვენთან მატჩში ვინმე დააკლდება და ძალები ბალანსირებული იქნება, რათა გულშემატკივრებს ორივე გუნდმა ლამაზი შოუ შესთავაზონ.

იტალიური გუნდები ერთმანეთს
მეოთხედფინალში რომ შეხვდნენ, ეს უთავო უეფას ბრალია... წარმოიდგინეთ, "მილანს" თასზეც რომ დავპირისპირებოდით, ეს ჩვენი მეოთხე მატჩი იქნებოდა, ისევე როგორც სასაცილოა ერთი და იგივე გუნდთან სამჯერ თამაში. თუ გინდა ევროპაში შენი შესაძლებლობები განსაზღვრო, სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს უნდა შეხვდე. სამწუხაროდ, ვიდრე ჩვენ უეფას არ შევცვლით, ყველანი ამ ფეხბურთის ასოციაციის მონები ვიქნებით.

"კვარასთან" კონტრაქტის გაგრძელებაზე საუბარს უნდა მორჩეთ. რომელ გახანგრძლივებაზე მელაპარაკებით, ხუთწლიანი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. თქვენ, ჟურნალისტები, მხოლოდ ფულზე ფიქრობთ. მუდამ ამ უხამსობაზე ლაპარაკი გინდათ".

მკითხველის კომენტარები / 11 /
ვერ გამიგიათ რას ერჩით ამ ჯუღელს, ადრე იძახდით ძაან ძვირს ითხოვს და მაგიტო არ მიყავთ ტოპ ლიგებშიო, ახლა იძახით რატომ დათმო 10 მილიონად, რატომ მეტი არ მოითხოვაო, ვერ ხართ თქვენ რა, ლაურენტისი კი იმან გააღიზიანა ყველა შეხვედრაზე ხვიჩას კონტრაქტის გაგრძელების ამბავს ჩრიან ცხვირში ამ კაცს, თითქოს დღე-დღეზე ვადა ეწურებოდეს კონტრაქტს, გვაცალეთო კაცი ამბობს 2028 წლამდეა ხელშეკრულების ვადა და არ ჩქარობს, ეგ ბიზნესმენია და მართლა 180 მილიონი, რომ გადაუხადოს პსჟ-მ მაშინ გაყიდის, იმაზე კი არ დაიწყებს ფიქრს ქართველებს პსჟ არ ევასება და იქ ვერ გაუშვებო.D
რრრ
01 აპრილი 2023 12:42
6
ხვიჩა ჩატარებული თამაშების და გუნდისთვის სულის ჩაბერვისთვის,ასევე ასეთი პოპულარობისთვის ნაპოლიში,სადაც უალტერნატიოა,ახლავე იმსახურებს ხელფასს 10 მილიონ ევროს წელიწადში,მაგრამ ვინ უფასებს? ერთადერთი ახლა უნდა დაგლიჯოს ლიგაზე,და მერე იქნებ ნამუსზე ააგდოს კლუბის ხელმძღვანელობა,ესაა სიმართლე ჩემი აზრით!!!
ზაზა
01 აპრილი 2023 09:56
2
ერთი პარტიის წევრების ნათქვამის არ იყოს "ახია ჩვენზე"! დიახ, დე ლაურენტისი ასე რომ საუბრობს, ძალიან საწყენია, თუმცა სწორედ რომ ახია ჩვენზე, რადგან მან რეალურად კაპიკებად ჩაიგდო ხელში ბრილიანტი და ახლა ისე ათამაშებს როგორც სურს. ეს ყველაფერი კი იმ "პრედლაჟენიები"-ს მოყვარული კაცის ბრალია, თავად რომ იწერს ჩვენი ოქროს ბიჭის წინსვლას. იქნებ ამ ჯუღელს მსხვილი საკომისიო გადაუხადონ და შეეშვას ხვიჩას, რათა კვარას ისეთი აგენტი აუყვანონ რასაც იმსახურებს?!
სიმართლე
01 აპრილი 2023 01:37
6
ეგ რომ იტყვიან რა ჩვენი საქმეა …ეგ არის ამ ბებერი მელას ჩვენებური“ ბლატნოი აგენტის “ და ხვიჩას მამის საქმე ( აბა ხვიჩას საქმე ფეხბურთზე ფიქრი და თამაშია პირველ რიგში) …უბრალოდ დონეს გადახედეთ და შეადარეთ ტიპმა ( როგორც აღმოჩნდა სულ რაღაც 6 თვეში) 100 მილიონიანი ფეხბურთელი რის ვაი-ვაგლახით 10 მილიონად ძლივს გაყიდა თან კარგი ბეგ-რაუნდით ( რუსეთის ჩემპიონატი რომ არ ჩავთვალოთ საკმარისი იყო ნაკრებში თამაშები და გოლები ესპანეთთან შვედეთთან ერთა ლიგაზე არ ვამბობ არაფერს) და მუდრიკის აგენტი …ტიპმა მუდრიკი გაყიდა 100 მილიონად რომელსაც არც სანაკრებო ბეგ-რაუნდი არცერთი ნორმალური სეზონი ჩემპიონატში უბრალოდ ჩემპიონთა ლიგაზე 3 გოლი გაიტანა და 2 ასისტი ეს იყო და ეს … ხოლო რაც შეეხება ხელფასს რაც ხვიჩას აქვს თვეში მუდრიკს მეტი აქვს კვირაში …ვიმოერებ რა ჩემი საქმე არის სხვისი ფულების დათვლა მაგრამ უბრალოდ ტეხავს ის როდესაც აგერ ახლახანს ინტერვიუს ვუყურე თუ როგორ ( ადრინდელი ტონიც ხომ მახსოვს ) ავარდნილი აქვს თავში და რა ტონით ელაპარაკებოდა ჟურნალისტს თითქოს ამას გაეყიდოს 10 მილიონიანი ფეხბურთელი 100 მილიონად არადა პირიქით გამოუვიდა …))) და აზაროვზე სააერთოდ არ ვამბობ არაფერს …
მდაა
31 მარტი 2023 23:46
4
რა გარეწარია ტიპი მიზანმიმართულად აფუჭებს ურთიერთობას კვარას თან რომ გაყიდოს მაგარ ფასად ისე დედას უტირებენ ნეაპოლელები
Soso
31 მარტი 2023 23:05
3
ჯუღელი ერთ ადგილიდან არის დასაკიდი გამოსასყიდი თანხა რომ არ შეატანინა კონტრაქტში, ისეთ ფასში ყიდულობდნენ ხვიჩას რომ კატეგორიულად უნდა მოეთხოვა 50 მილიონი გამოსასყიდის ჩაწერა, ლაურენტისი ბიზნესმენია და არა მგონია საერთოდ უცხო ფეხბურთელში ხუთმაგი მოგების წინააღმდეგი ყოფილიყო, მაგრამ ყველამ ემოციურ ფონზე გააფორმეს ეს კონტრაქტი, არიქა ვიღაცა რეალური გმოჩნდა ევროპიდანო და უპირობოდ ყველა დეტალზე დათანხმდნენ, თუ მაგდენი ცოდნა არ ჰქონდა ჯუღელს იმ ცხონებული რაიოლასთვის მინც შეეხედა როგორ კონტრაქტებს აფორმებინებდა კლუბებს თავის კლიენტებთან, დღეს ხვიჩას ორი ჯოკერი უნდა ეჭიროს ხელში, მაგრამ სამწუხაროდ ეხლა ყველა კარტი ლაურენტისის ხელშია.სწორედ ეს არის დღეს საქართველოს პრობლემაც, რომ ყველა სფეროში არაპროფესიონალები არიან და ამით რიგითი ხალხი იჩაგრება
მამუკა
31 მარტი 2023 22:59
3
კარგი გაიძვერა ეს ევროპელი სომეხი...ერთ სეძონში ნათმაშებზე ფულს არ იძლევა.ამიტომ კვარა მეორე სეზონიც ატაკე და მერე შენ დაწერე სალფეთქზე შენი ხელფასი!
სიმართლე!!
31 მარტი 2023 22:22
7
მგონი მინიშნებას აძლევს ხვიჩას წასვლაზე იფიქრეო...
$
31 მარტი 2023 21:07
3
არა კიდევ ერთი 6 თე გადახიოს თვზე მინდორზე ყველაფერი თითონ ნეაპოლის ბალელშიკები მიხედავენ,მომავალ სეზონზე რო შეუბეროს!
სიმართლე!!
31 მარტი 2023 23:46
2
ბატონო ლაურენტეს უხამსობა ის იქნება თუ მეგავარსკლავს გასამრჯელო მიზერული ექნება. უხამსობას მაშინ ნუ ამბობთ როცა საქმე თქვენგან გასაცემ ხელფასს ეხება.
ქომაგი
31 მარტი 2023 20:59
0
დიდი ალბათობით თავს იკატუნებს, მაგრამ რომ არ გაუზარდონ ხვიჩას ადგილზე თუნდაც ნიუკასლში წავიდოდი.
$
31 მარტი 2023 21:44
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული