საქართველოს ნაკრების რიგებში ნორვეგიასთან გატანილი გოლის შემდეგ, მიქაუტაძემ კლუბშიც გამოიჩინა თავი და თავის გუნდს ულამაზესი გოლით გამარჯვება მოუპოვა.
გიორგიმ მიმდინარე ჩემპიონატზე მე-15 გოლი გაიტანა, ჟან-ფილიპ კრასოს (სენტ ეტიენი) გაასწრო და საუკეთესო ბომბარდირია.
„მეცი“ 51 ქულით უკვე მეორე ადგილზეა და 8 აპრილს გასვლაზე „პოს“ შეხვდება. დღეს „სოშო“ გასვლაზე „ბასტიასთნ“ 2:3 დამარცხდა და მეოთხე პოზიციაზე დაქვეითდა (49 ქულა აქვს). ზურიკო დავითაშვილის „ბორდო“, რომელიც ამ ტურის მატჩს 3 აპრილს სტუმრად „გენგამთან“ გამართავს, 50 ქულით მესამე ადგილზეა.
მეცი. "სენ-სიმფორიენი"
მეცი - ლავალი 1:0
გოლი: მიქაუტაძე (49)
რა მაგრად მევასები))