"სპალეტი, რომ ვიყო, დღეს "მილანთან" კვარაცხელიას..." - ცნობილი იტალიელი რეპერი ხვიჩაზე, "ნაპოლიზე" და ამ საღამოს გასამართ მატჩზე

AutoSharing Option
ცნობილმა იტალიელმა რეპერმა მატია ბალარდიმ (Mr. Rain) "ნაპოლისა" და "მილანის" დღევანდელ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

ბალარდი "როსონერის" დიდი გულშემატკივარია და La Gazzetta dello Sport-თან საუბარში მან ლუჩიანო სპალეტის ხვიჩა კვარაცხელიას დასვენება ურჩია.

"დღევანდელ შეხვედრაში 3 ქულა ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე "ნაპოლისთვის". სპალეტის ადგილზე, რომ ვიყო, დღეს "კვარას" დავასვენებდი.

ლიგის წილისყრაზე შვებით ამოვისუნთქე, რადგან "ინტერთან" შეხვედრა არ მინდოდა. ბედნიერი ვარ, რომ მის ნაცვლად "ნაპოლი" ამოვიდა.

ამ გუნდს აქვს ულამაზესი სტადიონი და იმსახურებს ასეთი ლამაზი საფეხბურთო ღამეების განცდას.

"მილანის" გარდა სხვა მატჩებს დიდად არ
ვუყურებ, მაგრამ "ნაპოლის" რამდენიმე შეხვედრა მაქვს ნანახი და ცოტათი მახსენებს შარშანდელ "როსონერის".

ყველა ერთი მიზნისთვის თამაშობდა და მოედანზე 200%-ს დებდა. ეს ჯადოსნური იყო... მიმდინარე სეზონში კი ამ "ნაპოლიში" რაღაც მაგიურს ვხედავ", - თქვა ბალარდიმ.

alt"მილანთან" მატჩის დღე! კვარაცხელია განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია...

მკითხველის კომენტარები / 8 /
Dazianebis shishit vinmes dasveneba uazrobaa eg igive shishia. Unda gatenos napolim. Psiqologiurad aqedanve unda gatexon
Ggg
02 აპრილი 2023 20:26
1
პირიქით უნდა ითამაშოს, გაუშინაურდეს მილანს, შეისწავლოს უფრო საიდან და როგორ დალაშქროს ლიგაზე მილანის კარი (რამდენჯერმე)
რაბუ
02 აპრილი 2023 19:25
0
ფეხბურთის გულშემატკივრებს უნდათ ,,კვარადონას,, თამაში ყურება, თორემ ,,ლოგიკას,, მოკლებული არაა, ხვიჩა, რომ ,,დაასვენოს,, ნაპოლი საკმაოდ წინაა.
,,AMPREDUZZO,,
02 აპრილი 2023 19:07
0
რატომ? მოიგოს და ადრე გაინაღდოს არ სჯობია?
.
02 აპრილი 2023 21:32
0
კაი ჩემო ძმაო, გავითვალისწინებთ :D :D :D
Franken
02 აპრილი 2023 17:57
0
ზუსტად მაგიტომ არ ხარ სპალეტი.
roma bejanidze
02 აპრილი 2023 14:48
0
ჯერ გაიტანს და მერე დაისვენებს,თვითონაც,ჩვენც,და შენც!!!
ზაზა
02 აპრილი 2023 11:26
2
2 გოლს
დავით 67
02 აპრილი 2023 15:15
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული