ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ლოჩოშვილის "კრემონეზე" თასზე "ფიორენტინასთან" დამარცხდა

AutoSharing Option
იტალიის თასის პირველ ნახევარფინალურ მატჩში „კრემონეზე“ სახლში „ფიორენტინასთან“ 0:2 დამარცხდა და ფინალში გასვლის მინიმალური შანსი აქვს.

მასპინძელთა გუნდის ქართველი მცველი ლუკა ლოჩოშვილი 76-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. ის შემდეგ შეხვედრას 8 აპრილს სერია A-ში გენუაში „სამპდორიასთან“ დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.

„ფიორენტინასა“ და „კრემონეზეს“ საპასუხო დაპირისპირება 27 აპრილს ფლორენციაში ჩატარდება.

კრემონა. „ჯოვანი ძინი“
კრემონეზე - ფიორენტინა 0:2
გოლები: 0:1 არტური (20), 0:2 გონსალესი (75, პენ)
გაძევება: აივუ (73, კრემონეზე)