ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"შეცდომა გოლით გამოასწორა და კრემონელებს იმედი ჩაუსახა" - რას წერს იტალიური მედია ლუკა ლოჩოშვილზე

AutoSharing Option
დღეს, 8 აპრილს სერია A-ს 29-ე ტურში "კრემონეზე" "სამპდორიას" ესტუმრა და მეტოქე 3:2 დაამარცხა. დავიდე ბალარდინის გუნდმა იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში მე-2 გამარჯვება მოიპოვა.

ჩვენდა სასიხარულოდ, სტუმართა ქართველმა ლეგიონერმა ლუკა ლოჩოშვილმა 85-ე წუთზე ეფექტური გოლით სამპდორიელთა კარის დალაშქვრა შეძლო და ანგარიში გაათანაბრა. იტალიური მედია 24 წლის ფეხბურთელის თამაშით აღფრთოვანებულია. გთავაზობთ მათ შეფასებებს.

"მართალია, გაშვებულ გოლებში წვლილი მიუძღვის, თუმცა მისმა გოლმა მატჩის ბედი შეცვალა" - Cremonasport-მა ლუკას თამაში 6.5 ქულით შეაფასა.

"დაცვაში რამდენჯერმე დაიბნა, თუმცა მისმა გოლმა კრემონელებს იმედი დაუბრუნა, შეტევაში
ეფექტურად ითამაშა" - Tuttomercatoweb-მა ლოჩოშვილს 6.5 ქულა დაუწერა.

"ლამერსის გატანილ გოლში ბრალი მიუძღვის, თუმცა შეცდომა გოლით გამოასწორა და ანგარიში გაათანაბრა" - Calciomercato-სგან ლუკამ 6.5 ქულა დაიმსახურა.

შეგახსენებთ, ჩემპიონატში "კრემონეზე" 16 ქულით მე-19 ადგილზე იმყოფება. ლომბარდიელები მომდევნო მატჩს 14 აპრილს "ემპოლის" წინააღმდეგ გამართავენ.

altლოჩოშვილმა სერია A-ში პირველი გოლი გაიტანა - "კრემონეზემ" გაიმარჯვა [VIDEO]