ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

დე შილიო: გეტყვით, როგორ შევაჩერებ კვარაცხელიას

AutoSharing Option
ხვალ, 23 აპრილს, სერია A-ს 31-ე ტურში გათამაშების ლიდერი "ნაპოლი" "იუვენტუსს" ესტუმრება. აღნიშნული მატჩის შესახებ "ბიანკონერის" განაპირა მცველმა მატია დე შილიომ ისაუბრა და კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც გააკეთა.

მისი თქმით, მაქსიმალურად ეცდება, რომ ქართველს სივრცეები შეუზღუდოს.

"ვფიქრობ, კვარაცხელიას მსგავსი მოთამაშეების შესაჩერებლად, საუკეთესო გზა სივრცეების შეზღუდვაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის პრობლემებს შეგვიქმნის.

პირველ წრეში "ნაპოლისთან" მტკივნეული მარცხი განვიცადეთ. ხვალინდელ მატჩში შურისძიების საშუალება გვექნება" - განაცხადა დე შილიომ.

შეგახსენებთ, "იუვენტუსისა" და "პარტენოპეის" შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

altSky Sports: "ნაპოლის" 3 წამყვანი

ფეხბურთელი დატოვებს

alt"იუვენტუსი" VS "ნაპოლი" - მატჩი, რომელმაც ინტრიგა დაიბრუნა!..

altმარიო რუიმ სეზონი დაასრულა

ასევე დაგაინტერესებთ