თორნიკე ყველაზე შედეგიანი იყო - "ვირტუსმა" მოიგო

AutoSharing Option
AUTO PLAY
იტალიის ჩემპიონატში ბოლონიის "ვირტუსმა" "სასარის" უმასპინძლა და 86:69 დაამარცხა.

მასპინძელთა შემადგენლობიდან თორნიკე შენგელიამ მოედანზე 21 წუთი გაატარა, რა დროშიც თავი 18 ქულით (6/7 საჯარიმო, 6/9 ორქულიანი), 7 მოხსნითა (3 მეტოქის ფარზე) და 1 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

"ვირტუსი" 22 მოგებითა და 6 წაგებით გათამაშების ლიდერია, მომდევნო შეხვედრას კი 30 აპრილს, "ტრევისო ბასკეტთან" გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული