კიტეიშვილმა გაიტანა - "შტურმმა" "აუსტრიას" თამაში შემოუტრიალა

AutoSharing Option
ბუნდესლიგის 27-ე ტურში „შტურმმა“ საკუთარ მოედანზე „აუსტრია“ 3:2 დაამარცხა, მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა კი გოლი გაიტანა.

კიტეიშვილმა 62-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა და 74-ე წუთზე შეცვალეს. მან მიმდინარე ჩემპიონატზე ჩატარებულ 16 მატჩში 5 გოლი გაიტანა.

„შტურმი“ 33 ქულით მეორე ადგილზეა და 30 აპრილს თასის ფინალში „რაპიდს“ შეხვდება.

გრაცი. “მერკურ არენა“.

შტურმი - აუსტრია 3:2
გოლები: 0:1 ტაბაკოვიჩი (10), 1:1 სარკარია (23), 1:2 ტაბაკოვიჩი (39, პენ), 2:2 კიტეიშვილი (62), 3:2 სარკარია (63)

მკითხველის კომენტარები / 3 /
ეს ბიჭი საოცრებაა!!! ხო ამდენ ტრავმებს იღებს,მაინც ბრუნდება და იტანს გოლებს❤️
სოსო
22:52 26-04-2023
0
პირადი ფიზმომზადების მწვრთნელი ყავდეს ნეტა კიტეს... ძალიან ძალიან საჭირო და კარგი ფეხბურთელია ყველანაირად... შეუცვლელია ნაკრებისთვის
რა მაფიაა?
10:22 27-04-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული