ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

რა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "უდინეზესთან" მატჩში

AutoSharing Option
სერია A-ს 33-ე ტურში "ნაპოლი" "უდინეზეს" ესტუმრა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა და "პარტენოპეი" სკუდეტოს გამარჯვებული ისტორიაში მესამედ გახდა. სპალეტის გუნდმა ჩემპიონობა 5 ტურით ადრე გაინაღდა.

"პარტენოპეის" ერთ-ერთმა ლიდერმა ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 86 წუთი გაატარა. ქართველი ირვინ ლოსანომ შეცვალა.

უცხოურმა პორტალმა Sofascore-მა "კვარას" თამაში 6.9 ქულით შეაფასა, მეორე გამოცემა Whoscored-მა კი ხვიჩას 6.7 ქულა დაუწერა. ორივე პორტალის მიხედვით, მატჩის საუკეთესო მოთამაშე ვიქტორ ოსიმენი გახდა.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" მაისურით 37 მატჩი გამართა, თავი კი 14 გატანილი გოლითა და ამდენივე
საგოლე პასით გამოიჩინა.

altეს უნდა ნახოთ! ნეაპოლში ზეიმი დაიწყო [VIDEO]

altდიდებულია - კვარაცხელია სადებიუტო სეზონში "ნაპოლისთან" ერთად იტალიის ჩემპიონი გახდა! [VIDEO]

altსანახევროდ წითელი, სანახევროდ ლურჯი - "მარადონაზე" საგიჟეთია [VIDEO]

ასევე დაგაინტერესებთ