
"საქართველოდან ჩამოსულმა ბიჭმა "ნაპოლი" იტალიის მწვერვალზე დააბრუნა. ზოგიერთ ექსპერტს მისი ტრანსფერის წარმატებულობაში ეჭვი ეპარებოდა, თუმცა ქართველმა ყველა კრიტიკოსი პირველივე ტურიდან დაადუმა. ხვიჩამ "პარტენოპეის" წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა" - Goal Italia 9 ქულა.
"კვარავაჯო, კვარადონა... დაარქვით, რაც გინდათ, მაგრამ ამ ბიჭის
"უდავოდ სეზონის ყველაზე დიდი სიურპრიზია. მისი თამაშის მანერა გასაოცარია, ამით ქომაგების გული სეზონის დასაწყისშივე მოიგო. "კვარას" და ოსიმენის დუეტი მომაკვდინებელია. მნიშვნელოვანია, რომ ხვიჩა სტაბილურია, ამაზე ქართველის შედეგიანობა მეტყველებს, როგორც გატანილ გოლებში, ასევე საგოლე პასებში. ჩემპიონატის თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო 3-ჯერ მოიპოვა, მხოლოდ ერთ სეზონში საკუთარი თავის საბაზრო ღირებულება 10-ჯერ გაზარდა" - Mediaset-ი 10 ქულა.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლის" მაისურით მიმდინარე სეზონში 37 მატჩი გამართა, თავი კი 14 გატანილი გოლითა და ამდენივე საგოლე პასით გამოიჩინა.
"დიადი ფინიში და დამსახურებული ტიტული" - "ნაპოლის" ჩემპიონობა "მილანმა" მიულოცა
ზელინსკის ტრუსი ჩახადეს, სპალეტის მელოტ თავზე სწვდნენ - აგონია უდინეში