ხვიჩამ ყველაფერი შეცვალა - "ნაპოლიმ" "ფიორენტინა" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს 35-ე ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „ფიორენტინას“ 1:0 სძლია.

ვინიდან ნეაპოლურმა გუნდმა სკუდეტო 4 მაისს მოიპოვა და დღევანდელ მატჩს არავითარი პრაქტიკული მნიშვნელობა არ ჰქონდა, მწვრთნელმა სპალეტიმ გადახალისებული სასტარტო შემადგენლობა დააყენა, კვარაცხელია კი ტრავმირებული ლოსანოს ნაცვლად 45-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე. "კვარამ" თამაში გაამწვავა, გაახალისა და გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი შეიტანა.

სტუმრები პირველ ტაიმში უკეთ გამოიყურებოდნენ, ორი მომენტი შექმნეს და ორივეჯერ მოწოდების სიმაღლეზე იდგა მეკარე გოლინი. მოზეიმე არენაზე მასპინძლებს თითქოს მოტივაცია აკლდათ, უნიათოდ უტევდნენ და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

შეცვლაზე კვარცხელიასა და
ზილენსკის შესვლის შემდეგ თამაშის სურათი შეიცვალა, ტემპმა მოიმატა, ლობოტკას მოპოვებული პენალტი ოსიმენმა ვერ გამოიყენა, შემდეგ ხვიჩა საჯარიმოში გონსალესმა წააქცია, ნიგერიელმა თერთმეტმეტრიანიდან გამარჯვების გოლი გაიტანა და სიმეონემ შეცვალა.

შემდეგ შეხვედრას „ნაპოლი“ 14 მაისს გასვლაზე „მონცასთან“ ჩაატარებს.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - ფიორენტინა 1:0
გოლი: ოსიმენი (74, პენ)
გამოუყენებელი პენალტი: ოსიმენი (48)

მკითხველის კომენტარები / 20 /
პენალტს რატომ არ ა.რტყმევინებენ, ოსიმენის აცილება მოსულა და ხვიჩასი არა, მასე ხუთიდან რომ ხუთივეს არ გააფუჭებ ცხადია
foodboll
08 მაისი 2023 10:25
4
ჟილენსკიმ 2-დან 2-ი გააფუჭა ერთ თამაშში :))
გიორგი
08 მაისი 2023 13:31
0
ერთ ჭეშმარიტებას ვიტყვი და დამეთანხმეთ,
ხვიჩამ გააცოცხლა ნაპოლი და განსაკუთრებით დიდი გავლენა იქონია ოსიმენზე !!!
ოსი კვარამ ამოიყვანა ამ სიმაღლეზე!
თენგო
08 მაისი 2023 07:54
3
მეც მასე მგონია
გიზო
08 მაისი 2023 11:45
0
რათქმაუნდა გამოჩნდა და ნამდვილად ეგრეა, კვარაა გუნდის სული და გული. ძალიან მეწყინა ოსიმენისგანაც და ლობოტკასგანაც თამაშის ბოლოს პასი არ მისცა. ოსიმენს კი არ ეკადრებოდა, მაგრამ ცდუნება დიდი იყო. ხვიჩას პირადად მინდა დიდი მადლობა გადავუხადო. კვარა შენ ბევრად მეტი რომ ხარ, ვიდრე გაძლევს შესაძლებლობას ეგ გუნდი უკვე მთელი მსოფლიო ხედავს. მაგრამ შენ თავდმაბლობას და შინაგან სიმართლეს შეუძლია იმათაც კი ვისაც ფეხბურთი არ ესმის შენი მნიშვნელობა აგრძნობინოს. უმაგრესი ხარ, მადლობა
კაპიტან გარდენბურგი
08 მაისი 2023 03:31
1
მოკლედ, ხვიჩას და ოსიმენის შედარებაზე და სეზონის MVP-ზე როცაა საუბარი:
რამდენ მატჩშიც ნაპოლის სივრცეები გაეხსნა, ყველგან გაათახსირა ხვიჩამ მეტოქეები.
მთელი თამაში 2-3 და მეტი კაცი სადაც ჰყავდა აწებებული, იმ მატჩებშიც კი ახერხებდა მინიმუმ, ერთი საგოლე ან პოტენციური საგოლე მოქმედების დადებას.
ხვიჩას გარეშე ნაპოლი იქნებოდა ის უსახური გუნდი, რომელიც კრემონეზემ გამოაგდო თასიდან და დღეს რომ იყო პირველ ტაიმში.
ოსიმენი არის ჩვეულებრივი კარგი მეგოლე, ოღონდ თანაგუნდელებმაც უნდა შეუწყონ ხელი. ოსიმენის განეიტრალება გაცილებით მარტივია, ვიდრე კვარასი. ოსიმენს კვარასთან ერთადერთი საერთო რაც აქვს, ორივეს შეუძლია არაფრისგან გოლის ან საგოლე პასის გამოდნობა. ოღონდ ვიქტორა ამას უფრო ჭიდაობით ან თანაგუნდელების დახმარებით ახერხებს, კვარა გაცილებით ლამაზად და უფრო ინდივიდუალურად.
გადავა ოსიმენი სადმე ტოტენჰემში ან ჩელსიში და დარწმუნებული ვარ, ირბენს მუდრიკივით უფერული. პრინციპში, მასე დარბოდა ნაპოლიშიც, სანამ კვარა გადმოვიდოდა.
მთლიანობაში, კვარა და ოსიმენი შესანიშნავად ავსებენ ერთმანეთს და ძალიან მინდა, მომავალ სეზონშიც თანაგუნდელები იყვნენ უფრო გაძლიერებულ ნაპოლიში.
Anjelo Antei
08 მაისი 2023 00:28
3
მაგარია რომ მეორე ტაიმში გამოიყვანა კვარა. კიდევ ერთხელ გამოჩნდა თუ ვისით მოიგო იტალიამ სკუდეტო. ჩვეულებრივი მოტორია გუნდის კვარა
სიმართლე
08 მაისი 2023 00:21
3
ხვიჩას გარეშე ნაპოლი არის მართლა სოფლის გუნდი. ცენტრში უკან პასები, ისე რომ წინ არ იციან ვინ გაიხსნა, ვინ დრიბლინგისთვის არი მზად, ვის იმ შუახაზიდან, გრძელი, გამჭოლი პასი ჭირდება უცებ, წამებში, როგორსაც აკეთებდნენ ასათიანი , ყიფიანი, სოკრატესი და ბევრი სხვა ფეხბურთელები, მაგრამ ეგენი ტ...თ დგანან და რას ნახავენ, ხვიჩამ არია ყველაფერი და ორი პენალტი გააკეთებინა ფიორეს, ამას რა დანახვა უნდა, ვინც ვერ ხედავთ ხვიჩას ძალას გუნდში, გაგვატარეთ.
მალხაზ ჯობავა
08 მაისი 2023 00:13
3
ნაპოლი კვარას გარეშე იგივეა რაც მანქანა საწვავის გარეშე, რაც დღევანდელმა დღემაც ნათლად წარმოაჩინა.
Charley
08 მაისი 2023 00:01
3
ხვიჩა არის ნაპოლის გული და სული! ერთადერთი შემქმნელი ამ გუნდში! თან ერთი სიამოვნებაა მისი თამაშის ყურება,პასებს აკეთებს რაღაც საუცხოო სილამაზით.რაღაცნაირი,ძველი ქართული ფეხბურთის სტილით! ხვიჩამ მოიგო ეს თამაში,რაც ხშირად ასე ხდება.რომ არა ხვიჩა,ნაპოლი ოთხეულშიც ვერ მოხვდებოდა!
gulshematkivari0703
07 მაისი 2023 23:55
2
ხვიჩა რატომ დატოვა თადარიგში დღეს ვერ ვხდები .
dato
07 მაისი 2023 23:44
4
ბრწყინვალე იყო ხვიჩა.
დღეს ძალიან კარგად ითამაშა ჩაკვეტაძემაც, საგოლე გადაცემა მიითვალა და ერთერთი საუკეთესო იყო ორივე გუნდში.
კამავინგა
07 მაისი 2023 23:06
1
ხვიჩა მაგარია და უფრო მეტს გაგვახარებს. ჩაკვეტაძეზე ცუდი არ იქნებოდა დღეში ერთხელ ვინმემ სტატია არ დაიშუროს… ეს ეხმარება ადამიანს მოტივაციაში.. გვყავს რამდენიმე კარგი ფეხბურთელი და ზედმეტი ყურადღება ზოგჯერ იქნებ მათაც გამოადგეს?
ვისურვებდი
08 მაისი 2023 00:26
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული