ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ჩაკვეტაძე ავსტრიაში? - სახელოვანი გუნდი ქართველი ფეხბურთელით ინტერესდება

AutoSharing Option
Het Nieuwsblad-ის ინფორმაციით, გიორგი ჩაკვეტაძით "აბერდინთან" ერთად ავსტრიული ვენის "რაპიდიცაა" დაინტერესებული.

როგორც ზემოთ აღნიშნული წყარო წერს, ორივე გუნდი ქართველ ფეხბურთელს აკვირდება, თუმცა მხოლოდ მის იჯარაზე ფიქრობს.

23 წლის ფეხბურთელს "გენტთან" კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს, (ზოგიერთი წყაროს ინფორმაციით, ამ ზაფხულს იწურება) ავსტრიულ და შოტლანდიურ კლუბებს კი ბელგიელთა მიერ მოთხოვნილი თანხის გადახდა არ შეუძლიათ.

მოგეხსენებათ, "რაპიდის" ღირსებას წარსულში გიორგი ქვილითაია იცავდა. ავსტრიის ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურია დარჩენილი, ვენური გუნდი საჩემპიონო ჯგუფში მე-4 ადგილზეა და დიდი ალბათობით, კონფერენს ლიგის საგზურს მოიპოვებს.

ჩაკვეტაძე ამჟამად იჯარით
"სლოვანში" თამაშობს, რომელსაც მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დიდი ალბათობით, დატოვებს.
ასევე დაგაინტერესებთ