Sky Sport: სპალეტი ექსპერიმენტებს გააგრძელებს - კვარაცხელია "მონცასთანაც" სათადარიგო იქნება

AutoSharing Option
სერია A-ს დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე გაინაღდა რა ჩემპიონის ტიტული, "ნაპოლის" მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი ძირითად შემადგენლობის დაყენებისას თავს ექსპერიმენტების უფლებას აძლევს.

Sky Sport-მა "ფიორენტინასთან" მატჩამდე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხვიჩა კვარაცხელია სასტარტოში არ იქნებოდა, რაც სიმართლე აღმოჩნდა და იგივეს იტყობინება "მონცასთან" შეხვედრის წინ.

გამოცემის მტკიცებით, რაც მოპოვებულ ინფორმაციას ეყრდნობა, კარში მერეტი დაბრუნდება, დაცვაში რაჰმანი, თავის გამოჩენის საშუალება მიეცემათ იმათ, რომლებსაც თამაში იშვიათად უწევდათ, რა თქმა უნდა, ოსიმენი გოლების მონაგარის გასაზრდელად თამაშს ისევ პირველივე წუთებიდან დაიწყებს, ხვიჩა კვარაცხელია კი კვლავ სათადარიგო იქნება და
მას ამჯერად ძერბინი შეცვლის.

ნაპოლი: მერეტი, ბერეშინსკი, რაჰმანი, ჟუან ჟეზუსი, ოლივეირა, ანგისა, ლობოტკა, გაეტანო, ელმასი, ძერბინი, ოსიმენი

ამ მატჩს, რომელიც 14 მაისს თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება, არცერთი გუნდისთვის არავითარი პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა კვარაცხელიას ისევ თადარიგში ყოფნა მთლად სასიამოვნო არ არის.

მკითხველის კომენტარები / 22 /
Ხვიჩა კვარაცხელიასაც ჭირდება გოლების გატანა!!! Მარტო ვიქტორ ოსიმენის სტატისტიკური მონაცემების გაუმჯობესებაზე ზრუნავენ.
Ზაზა ჩიჩუა
10:07 13-05-2023
2
გაიგეთ ერთხელ და სამუდამოდ! სპალეტის საფეხბურთო კონცეპცია ვერ იტანს ვარსკვლავებს, ის კოლექტიურ ფეხბურთზეა აწყობილი. მისი აზრით, წინ და უკან მორბენალი ფეხბურთელი მეტი სიკეთის მომტანია გუნდისთვის, ვიდრე ტექნიკური კვარაცხელია, რომელსაც ინდივიდუალურად არაფრისგან გოლის გაკეთება შეუძლია. გადახედეთ სპალეტის განვლილ საქმიანობას - ყველგან, სადაც იყო, ი კონფლიქტები ჰქონდა ვარსკვლავებთან - ტოტისთან, ბაჯოსთან და კიდევ არაერთთან. ტოტიმ ხელიც კი დაარტყა გასახდელში...წაიკითხეთ მისი ინტერვიუები - ვინ მიაჩნია გუნდისთვის სასარგებლო მოთამაშედ და ნახავთ, რომ მისთვის პოლიტანო გაცილებით უკეთესია, ვიდრე კვარაცხელია. რაც უფრო ადრე გაეცლება ხვიჩა სპალეტის , მით უკეთესი, თუ არა და, მოუწევს სათადარიგო სკამზე ჯდომა. ხვიჩასთვის სპალეტის არ
უსწავლებია ფეხბურთის თამაში, ის იტალიაში უკვე მზა ფეხბურთელი ჩავიდა. მილიონობით გულშემატკივარს, ცნობილ სპორტულ ექსპერტებს და ცნობილ ფეხბურთელებს, რომლებიც აღფრთოვანებული არიან ხვიჩას თამაშის სტილით, სწორედ "კვარადონას" ლაღი, ტექნიკური, ლამაზი ფეხბურთი მოსწონთ.
ადამიანის სპორტული ცხოვრება არ არის ხანგრძლივი - კიდევ რამდენ წელს ითამაშებს ხვიჩა და იქნება კვარადონა? სპალეტის ხელში დიდხანს არა
გიორგი
09:38 13-05-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული