ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

კაშია, კანკავა და ჩაკვეტაძე სლოვაკეთის ჩემპიონები გახდნენ

AutoSharing Option
სლოვაკეთის სუპერლიგის ბოლოსწინა ტურში „სლოვანმა“ გასვლაზე „დუკლა“ 2:1 დაამარცხა და ზედიზედ მეხუთედ, ისტორიაში კი მეცამეტედ გახდა ჩემპიონი.

„სლოვანის“ რიგებში ტრავმის გამო არ იყო გურამ კაშია, ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო გიორგი ჩაკვეტაძემ 72-ე წუთზე შეცვალეს.

ჩემპიონატის ბოლო მატჩს ბრატისლავური გუნდი 20 მაისს საკუთარ მოედანზე „პოდბრეზოვასთან“ გამართავს.

ბანსკა ბისტრიცა. „SNP შტიავნიჩკი“. 6 018 მაყურებელი
დუკლა - სლოვანი 1:2
გოლები: 0:1 ჩავრიჩი (12), 0:2 ჩავრიჩი (62, პენ), 1:2 დეპეტრისი (90)

ასევე დაგაინტერესებთ