ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ცნობილი გახდა, როდის და სად გეგმავენ ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე ქორწილს

AutoSharing Option
იტალიური გაზეთის Capitoline-ის ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე ივნისში საქართველოში იქორწინებენ.

ამ დროისთვის "ნაპოლის" სეზონი უკვე დასრულებული ექნება. გამოცემისვე ინფორმაციით, ქორწინების შემდეგ ნიცა საცხოვრებლად ნეაპოლში გადავა.

შეგახსენებთ, რომ წყვილის ნიშნობის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ მარტში გავრცელდა. ხვიჩამ გუნდის მიერ მიცემული 2-დღიანი შვებულებით ისარგებლა და ახლახანს რჩეულთან ერთად კომოს ტბაზე დაისვენა.

altხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე კომოს ტბაზე ისვენებენ