ჩაკვეტაძე ვენაში ჩავიდა - "რაპიდში" შესაძლო ტრანსფერის ამბავი და "გენტთან" ხელშეკრულებაზე გავრცელებული ორი ინფორმაცია

AutoSharing Option
გამოცემა laola1-ს ინფორმაციით, გიორგი ჩაკვეტაძე ორშაბათს ვენაში იმყოფებოდა. ეს ამბავი კი იმითაა საინტერესო, რომ ქართველი შემტევი რამდენიმე დღის წინ სწორედ ავსტრიულ "რაპიდს" დაუკავშირეს.

ჯერჯერობით უცნობია, კლუბთან მოლაპარაკებების გასამართად თუ დასასვენებლად იმყოფებოდა ჩვენებური ვენაში.

ინფორმაციისათვის, ჩაკვეტაძის კონტრაქტზე "გენტთან" ორნაირი ინფორმაცია ვრცელდება. ზოგიერთი წყარო წერს, რომ შრომითი ხელშეკრულება 2026 წელს სრულდება, ზოგის ინფორმაციით კი ამ ზაფხულს იწურება.

თავის მხრივ, "სლოვანის" მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა აღნიშნა, რომ ჩაკვეტაძეს ბრატისლავურ გუნდში დარჩენა სურს და ეს მას პირადად უთხრა.

მისივე თქმით, გუნდის ხელმძღვანელობას სთხოვს, რომ
ფეხბურთელი კვლავ იჯარით აიყვანონ, ან სრულფასოვანი ტრანსფერი გაჩარხონ, რაც გვაფიქრებინებს, რომ ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც გიორგის "გენტთან" კონტრაქტი 2026 წლამდე აქვს, მართალია.
მკითხველის კომენტარები / 15 /
ამხელა კონტრაქტებს რატო აფორმებენ, რა უბედურებაა 2026 წლამდე, ბარემ სამისდღემშიო გაეფორმებინა. გარდა ამისა, როდის უნდა მიხვდნენ ქართველი ფეხბურთელებიც და აგენტებიც, რომ ეს ბელგია არის ქართველი ტალანტების სასაკლაო. შეეშვან ამ ბელგიას რა!
გიორგი
10:01 17-05-2023
2
ამას წინათ ჩაკვეტაძის აგენტს ვუსმენდი და ტიპმა ისეთები ილაპარაკა რომ მართლა გამიკვირდა ბაირნი ტოტენჰემი და ასეთი გუნდები იყვნენ დაიტერესებულიო რომ ეყიდათ ჩაკვეტაძეო და ჩვენ გენტი იმიტომ ავირჩიეთ რომ ტრამპლინი ყოფილიყოო ჯერ ერთი თუ ბაიერნს ვუნდივარ და ტოტენჰემს ვუნდივარ რაღად მინდა გენტი და ბელგია ტრამპლინად?? თუ ბაიერნში ვერ მოვხდები ძირითადში და განათხოვრებდა ბაიერნი ბაირნი აუსბურგში ჰოფენჰაიმში ან გლადბახში გაუშვებდა პრაქტიკისთვის ტაგენროკში ხოარ გაუშვებდა ან მე 7 ლიგაში?? ანალოგიურად ტოტენჰემიც ჩემპიონშიპის რომელიმე გუნდში განათხოვრებდა რა საჭირო იყო ტრაპლინების ძებნა თან ტიპი აზზრზე არ იყო სად მიყავდა ბიჭი არც იცოდა რა კლუბი იყო რა ხელძღვანელობა ჰყავდა რა ხალხი მუშაობდა იქ მერე აღმოაჩინა თურმე და თან მოიხსნა უკვე პასუხისმგებლობა არც უნდოდა რომ ჩაკვეზე კითხვები დაესვათ მისთვის აბა ვის უნდა დაუსვან კითხვები? მაგან გაუშვა იქ ხო და ეგაა პასუხისმეგებლი ეგ არის ფული აიღო და აღარ აინტერესებს მერე უკვე "კიდია ფეხებზე" აი ასეთი აგენტები რომ გყავს იმიტომ ვართ ამ დღეეში თან ჰაბიტუსით აგენტს კიარა მოძველბიჭო ტიპაჟია ჩვეულებრივი.
zaza
01:16 17-05-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული