წყაროს ცნობით, "არისტოკრატები" ქართველისა და სლოვაკის თაობაზე "პარტენოპეის" უკვე დაუკავშირდნენ.
იტალიური გამოცემის ინფორმაციით, ამ ეტაპზე "ნაპოლი" კვარაცხელიასა და ლობოტკას გაყიდვის წინააღმდეგია, თუმცა "ჩელსი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე დიდი თანხის დახარჯვას აპირებს.
შეგახსენებთ, სეზონის ბოლოს ლონდონურ გუნდს სათავეში მაურისიო პოჩეტინო ჩაუდგება.
ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" მაისურით ყველა ტურნირზე 40 მატჩი გამართა, თავი კი 14 გატანილი გოლითა და ამდენივე საგოლე პასით გამოიჩინა.
"ნაპოლიმ" კვარაცხელიას რეკლამაში ჩართვა გააპროტესტა? - როგორ იმოქმედებს "კოკა კოლა"?