სასტარტოში დაბრუნებულმა გოჩოლეიშვილმა პენალტი მოიპოვა

AutoSharing Option
გიორგი გოჩოლეიშვილი აქამდე "შახტარში" ბოლო სამ მატჩში ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდა, დღეს კი რივნიში "ვერესთან" მოგებულ შეხვედრაში (2:1) შეუცვლელად და კარგად ითამაშა.

გოჩოლეიშვილი მწვრთნელმა იგორ იოვიჩევიჩმა მარცხენა ცენტრალური მცველის პოზიციაზე დააყენა, 37-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, 47-ეზე დრიბლინგი წამოიწყო, საჯარიმოში მის მიერ ჩაწოდებული ბურთი მცველმა ვასილი კურკომ ხელით შეაჩერა, ხოლო პენალტი დანილო სიკანმა ვერ გამოიყენა.

გიორგიმ ჩემპიონატის 11 მატჩში 1 გოლი გაიტანა, "შახტარი" კი 27 ტურის შემდეგ 66 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ "დნიპრო 1"-ს 2 ქულით უსწრებს და 24 მაისს
მესამეადგილოსან "ზორიას" სტუმრად დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ნაკრები თუ წარმატებას მიაღწევს გაცილებით კარგ კლუბში გადავა, შეიძლება გრანდშიც კი, მაგრამ ჯობია ჩვენი ჩემპიონატის დონემ მოიმატოს, რათა ტრანსფერის თანხა ჩვენებს დარჩეთ!
ლაშა
00:16 20-05-2023
0
ერთი ეგ ბიჭი სერია ა ში მანახა მალე, იმსახურებს
მიხო
09:54 20-05-2023
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული