ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"ნაპოლიმ" არჩევანი უკვე გააკეთა" - იტალიურმა პრესამ სპალეტის შემცვლელი და კვარაცხელიას ახალი შესაძლო მწვრთნელი დაასახელა

AutoSharing Option
Rai-ს ჟურნალისტ ჩირო ვერენატოს ინფორმაციით, "ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა გუნდის ახალი მწვრთნელი უკვე შეარჩია და ის "ატალანტას" ამჟამინდელი დამრიგებელი ჯანპიერო გასპერინი იქნება.

როგორც ჩვენი იტალიელი კოლეგა გვაუწყებს, გამოცდილ მენეჯერს "პარტენოპეი" 2-წლიან კონტრაქტს გაუფორმებს და სეზონურად 4 მილიონ ევროს დაუნიშნავს.

საინტერესოა, რომ გასპერინი სათამაშო სქემის შეცვლასა და 3-4-3-ზე გადასვლას აპირებს.

რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია არაოფიციალურია, თუმცა გადაწყვეტილი ამბავია, რომ სპალეტი კვარაცხელიას კლუბიდან მიდის და როგორც ჩანს, გასპერინი მთავარი კანდიდატია, თუმცა დე ლაურენტისს სხვა ვარიანტებიც აქვს.
ასევე დაგაინტერესებთ