ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"რაპიდი" გამოირიცხა - რა ვარიანტები რჩება ჩაკვეტაძეს?

AutoSharing Option
ცოტა ხნის წინ რამდენიმე უცხოურმა საინფორმაციო საშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს, გიორგი ჩაკვეტაძე ვენაში იმყოფებოდა, სადაც მალე კონტრაქტი უნდა გაეფორმებინა ავსტრიის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კლუბ "რაპიდთან".

ცხადია, ქართველ გულშემატკივარს აინტერესებს ყველაფერი გიორგის სამომავლო ტრანსფერის თაობაზე. დავინტერესდით და ძალიან სანდო წყაროსგან შევიტყვეთ, რომ ამ ეტაპზე "რაპიდში" ჩაკვეტაძის გადასვლა გამოირიცხა.

ამ დროისთვის ისევ აქტუალურია შოტლანდიური "აბერდინის" ვარიანტი. გარდა ამისა, საგრძნობლადაა გააქტიურებული გიორგის ამჟამინდელი კლუბი - ბრატისლავას "სლოვანი".


ასევე დაგაინტერესებთ