მალდინი მიქაუტაძეს ესაუბრა - "მილანი" ტრანსფერში 10 მილიონს იხდის

AutoSharing Option
"მეცის" თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე შეიძლება მალე "მილანის" ფეხბურთელი გახდეს, - ამის თაობაზე ინფორმაციას Foot Mercato ავრცელებს.

გამოცემა იტყობინება, რომ მიქაუტაძემ, რომელიც ამ სეზონში ბრწყინავს და ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაზეა წარდგენილი, ბევრი კლუბის ყურადღება მიიპყრო, მათ შორის კი ყველაზე მეტად ტრანსფერის გაჩარხვის საკითხში "მილანია" დაწინაურებული:

"ჩვენი ინფორმაციით, "მილანმა" მოლაპარაკებებში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია და მზადაა 10 მილიონ ევროდ შეიძინოს. პაოლო მალდინი რამდენჯერმე ესაუბრა ფეხბურთელს და ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში, შეიძლება ფრანგულ გუნდში იჯარის წესით დატოვონ, ოღონდ თუ ეს კლუბი ლიგა 1-ში გადავა.
მისი სამსახურით აგრეთვე ძალიან დაინტერესებულია "ბარნლი", რომლის მწვრთნელი ვენსან კომპანია".

22 წლის მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 36 მატჩში 24 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 40 /
ნაღდი იყოს და ბარნლი იყოს
gionat
17:23 26-05-2023
0
ჩემი აზრით ბარლი ჯობია და რატომ პირველ რიგში იმიტო, რომ მილანში თავის დამკვიდრება და იქ თამაში არაა მარტივი დეკეტელაერე, რომელიც დაფრინავდა ბელგიაში დღეს მილანში საერთოდ ვერაფერს ვერ აკეთებს იგივე სალიმაკერსი გაიხსენეთ ჰაუგე უნიჭიერესი, მაგრამ მილანში არაფერი გამოუვიდა თან პიოლი ისეთი მწვრთნელია, რომელიც გამოცდილ ფეხბურთელებზე უფრო აკეთებს აქცენტს ვიდრე ახალგაზრდებაზე ამ ეტაპზე ჟირუც და ორიჯიც ბევრად უფრო გამოცდილები არიან და არცერთი არ აპირებს არსად წასვლას აქედან გამომდინარე ჩემი აზრით ჯობია ბარლიში გადავიდეს, რადგან კომპანის ჯერ კიდევ შარშან ზაფხულშივე უნდოდა მისი დამატება თან პირადად კომპანის აქვს სიმპატიები ამ ფეხბურთელის მიმართ და აქედან გამომდინარე აუცილებლად ათამაშებს და მისცემს შანსს ამასთან ბარლი პრემიერ ლიგაში კი იქნება სუსტი გუნდი და ყველასთვის სასურველი მეტოქე, მაგრამ იქ კარგი თამაში და შედეგი ნიშნავს ძალიან დიდ ნახტომს კარიერაში თუ ბარლიში ითამაშებ კარგად და გაიტან გოლებს აუცილებლად დაიტერესდებიან შენით უკვე პრემიერ ლიგის გრანდები თან ინგლისში ნამდვილად ბევრს ითამაშებს იმიტორომ გარდა პერმიერ ლიგისა 2 თასია სათამაშო და კსამზე ნამდივლად არ იჯდება და მილანში სამწუხაროდ დღეს შეიძლება,რომ სკამზე უფრო მეტი დრო გაატაროს ვიდრე მოედანზე რაც ძალიან ცუდი იქნება მისთვის.
zauri
15:19 26-05-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული