მატჩის დღე! კვარაცხელიასა და "ნაპოლის" დასკვნითი მისიები...

AutoSharing Option
"ინტერთან" კარგი მატჩის (3:1) შემდეგ "ნაპოლი" აპირებს, ბოლოსწინა ტურშიც გაიმარჯვოს და სარის გაწვრთნილი გუნდის 2017 წლის ქულების მონაგარს აჯობოს. ერთ დროს მშვენიერი ფეხბურთელის, ტიაგო მოტას "ბოლონიას" ლუჩანო სპალეტის გუნდი დღეს, 28 მაისს, თბილისის დროით 17:00 საათზე ესტუმრება.

Sportall.Ge

ნეაპოლელებს გასვლით მატჩებზე მოპოვებული ქულების რეკორდის დამყარებაც შეუძლიათ - 14 მოგება, 2 ფრე, 2 წაგება - ასეთია ახლანდელი მონაცემი, რაც 44 ქულაა, აქამდე ამ მაჩვენებლით საუკეთესო კი 46 ქულით "მილანია." 33-წლიანი ლოდინის შემდეგ იტალიის ჩემპიონებს ისტორიაში კიდევ ერთი ფურცლის ჩაწერა შეუძლიათ. დიდი ალბათობით,
ტრიუმფალური სეზონის შემდეგ, სპორტული დირექტორი კრისტიან ჯუნტოლი და მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი გუნდს დატოვებენ. 

სპალეტის მხრიდან შემადგენლობაში ცვლილებებს ველით - კვლავ მეკარე გოლინის, ნდომბელესა და რასპადორის. ლოსანო ტრავმირებულია, ელმასი - დისკვალიფიცირებული. მარჯვნივ პოლიტანოს ვიხილავთ. ეს გუნდები ერთმანეთს 148-ედ დაუპირისპირდებიან და "ნაპოლიმ" 60 გამარჯვება იზეიმა. სერია "ა"-ს ახალი ტრიუმფატორები ბოლოს აქ 2019 წელს, აწგარდაცვლილი სინიშა მიხაილოვიჩის გუნდთან (2:3) დამარცხდნენ. დღევანდელი შემადგენლობიდან იქ მხოლოდ ზელინსკი და გაეტანო თამაშობდნენ. რაც შეეხება პირველი წრის დაპირისპირებას - 16 ოქტომბერს "ნაპოლიმ" (3:2) მოიგო, გამარჯვების გოლი კი ვიქტორ ოსიმენმა ხვიჩა კვარაცხელიას მშვენიერი პასით გაიტანა. მოტას გუნდი საკუთარ მოედანზე მშვენიერია, თუმცა არ უნდა დაავიწყდეთ, ნეაპოლელებს სტუმრად ყველაზე მეტი რომ აქვთ გატანილი.

Sportall.Ge

შეგახსენეთ, ვიქტორ ოსიმენი 23 გოლით ჩემოიონატის ბომბარდირობასთანაა ახლოს, ხვიჩა კვარაცხელია კი 10 საგოლე პასით - საუკეთესო "ასისტენტობასთან" (12 გოლთან ერთად). ისინი ამ პოზიციების განმტკიცებას ეცდებიან!.. აღსანიშნავია, რომ ჯოვანი სიმეონეს "ბოლონიას" კარი ოთხჯერ აქვს აღებული, მათ შორის სამჯერ კი "რენატო დალარაზე."

შეხვედრას მატეო მარჩერანო განსჯის, რომელიც "ნაპოლი" - "ინტერის" (3:1) დაპირისპირებაში მე-4 სათადარიგო მსაჯი იყო. მას ასეთივე ფუნქცია ნეაპოლელების "ვერონასთან" (0:0) შეხვედრაში ჰქონდა, "სალერნიტანასთან" (1:1) საჩემპიონო ზეიმის გადადების გამომწვევ მატჩში კი მთავარი არბიტრი გახლდათ.

altაქვს "ნაპოლის" კაპიტანს ჩემპიონატის საუკეთესოობაზე პრეტენზია? - "კვარას" ლამაზი პასებით შექმნილი გოლები...

altკასანო: ვიცი, ვინ გაწვრთნის "ნაპოლის"

მკითხველის კომენტარები / 5 /
ნბა ინგრევა ისეთი რაღაცეები ხდება, თქვენ რატო არ იმჩნევთ საერთოდ???
SPORTALL.GE-ს
28 მაისი 2023 10:20
4
წარმატებები ნაპოლის...
პ.ს. ბოლონიამ კრემონეზე გააგდო, მოუგო რა 5:1 და გამომდინარე აქედან კვარამ შური უნდა იძიოს!...
ლაშა
26 მაისი 2023 12:04
9
რაშუაშია მერე? ვთქვათ მოუგო მერე რა ? ბოლონიასთვის არაფერი არ იცვლებ რჩებიან უმახლესში. არ გეწყინოს მაგრამ სამკურნალო ხარ ჯერ და მერე უნდა შემოხვიდე და კომენტარი გააკეთო.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
28 მაისი 2023 09:57
1
Lochoshvilis gamo ambob albat :)))ise ar unda ecados gamajvebas sheni azrit luka rom ara..
L.J .
27 მაისი 2023 22:00
2
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული